სატრანსფერო ჭორები
» "Record" იტყობინება, რომ "ბლანკოსის" არგენტინელი მცველი ეზიკილ გარაი ზაფხულში "სამეფო კლუბს" დატოვებს - მისი შემდეგი გუნდი ლისაბონის "სპოტინგი" იქნება.
» ბოლო ჭორებს თუ დავუჯერებთ, მადრიდის "რეალს" სურს შეიძინოს მილანის "ინტერიდან" 30 წლის კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო`ო, რომელიც "ბლანკოსის" აღზრდილია. ფლორენტინო კი აპირებს 30 მილიონი ევროს გადახდას მის სანაცვლოდ.
» იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის "რეალი" "ატლეტიკოდან" შეიძენს კუნ აგეროს, გუნდს დატოვებს ან კარიმ ბენზემა ან გონსალო იგუაინი. ზაფხულში "პიპას" შეძენას იტალიური ტურინის "იუვენტუსი" ეცდება.
» "Itasportpress" იტყობინება, რომ მადრიდის "რეალს" კვლავ სურს შეიძინოს პორტუგალიური ბენფიკას ვინგერი ფაბიო კოენტრაო, "მერენგები" მზად არიან 20 მილიონი ევროს გადახდას, თუმცა "ბენფიკა" ფაბიოს 22 მილიონად აფასებს.
წყარო - FootballPress.Net
- 26 მაი 2011
- 4 773
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.