"მადრიდის "რეალს" ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი"
"ვწუხვარ, რადგან ვტოვებ გუნდს, სადაც 27 წელი ვიმუშავე"
"ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი მადრიდის "რეალს." მე არასოდეს დავუშვებდი, რომ გუნდი ბრძოლის ველს დამსგავსებოდა. ყოველთვის ვიქცეოდი ისე, როგორც გენერალური დირექტორები იქცევიან და თავიდან ვიცილებდი ყოველგვარ კამათსა და დაძაბულობას. გუნდთან ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს."
"მჯერა, ჟოზე მოურინიო სტაბილური და წარმატებული მწვრთნელი იქნება. მას გუნდში თავისი თავის დამკვიდრება სჭირდება. მჯერა, რომ ჟოზე დიდებული მწვრთნელია და იპოვის გზას, რომელიც გუნდს გამარჯვებამდე მიიყვანს."
"პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რათა რთული სიტუაცია გადაეჭრა."
"ყოველთვის რთულია - დატოვო ადგილი და ხალხი, რომელიც ასე ძალიან გიყვარს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს. ნახვამდის."
- 26 მაი 2011
- 4 219
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.