წარსული სახელად ზიდანი !!!
გენიოსი, რომელიც ისეთ პასს უკეთებდა თავდამსხმელებს, რომ ისინი უბრალოდ იძულებულნი იყვნენ გაეტანათ!!!
ზინედინ იაზიდ ზიდანი მეტსახელად „ზიზუ“ დაიბადა 1972 წლის 23 ივნისს საფრანგეთში, ქალაქ მარსელის ყველაზე ღარიბ უბან "კასტელანში". მას ყავს ცოლი და სამი შვილი და არაერთხელ დაუმტკიცებია საზოგადოებისათვის, რომ ოჯახი მისთვის ყველაზე მთავარი იყო და არის. ზინედინ ზიდანი წამოშობით ალჟირელია. მისი მშობლები ისმაელი და მალიკა – ალჯირის მკვიდრები იყვნენ. ზიდანის ბავშვობამ ერთ პატარა ბინაში გაიარა. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო, და–ლილა, ძმები: ფარიდი და ჯამელი, ნურიედი. მას ბურთის მაგივრობას პლასტიკური ბოთლები უწევდა. ბავშვობაში მას მხოლოდ ერთი რამ სურდა, მოეტყუებინა ყველა, ვინც კი მას გზაზე გადაეღობებოდა.
14 წლის ასაკში ზიდანმა თავისი თამაშით "კანის" სელექციონერების ყურადღება მიიპყრო. დაკვირვების შემდეგ, მისი მშობლები დაარწმუნეს იმაში, რომ ბავშვი "კანის" ბავშთა გუნდში გაეშვათ. 2 წლის შემდეგ, 1989 წლის 20 მაისს, მაშინ როდესაც ზიდანი ჯერ კიდევ 16 წლის იყო შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ეს მოხდა “ბოჯუარის” სახელობის სტადიონზე "ნანტთან" თამაშის დროს. იმ დროისათვის "კანის" მწვრთნელი იყო ლუის ფერნანდესი. შემდგომ ზინედინი იხსენებდა : "მე გამომიყვანეს შეცვლაზე მეორე ტაიმში სულ რაღაც 15 წუთით, მაგრამ ისეთი ოსტატების გვერდით,როგორებიც იყვნენ ზლატკო ვუოვიჩი და რუდი კროლი. მე მაშინ ბურთს სამჯერ შევეხე, მაგრამ შემდგომში არასოდეს მიგვრძნია თავი ასე ბედნიერად როგორც მაშინ.” იმ დროისათვის ზიდანი 800 ფრანკს იღებდა ხელფასის სახით. ამ ფულით პრაკტიკულად შეუძლებელი იყო ცხოვრება. ის გუნდის ბაზაზე ცხოვრობდა და ყველა საჭირო პირობებით იყო უზრუნველყოფილი. რაღა თქმა უნდა მშობლებიც არ ივიწყებდნენ. სკოლაში ზიზუ თავს მაინცდამაინც არ იკლავდა მეცადინეობებით და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მაშინვე მეგობრებთან ერთად ბურთის სათამაშოდ გარბოდა ეზოში.
1992 წელს ზინედინ ზიდანი გადადის "ბორდოს" შემადგენლობაში, ხოლო ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შემდეგ "ბებერი ქალბატონების" რიგებში. თავიდან მას გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ის გუნდის დირიჟორი და შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. როცა დიდიე დეშამს ჰკითხეს თუ რა მისცა იტალიამ ზიდანს? მან სიცილით უპასუხა: “ის საბოლოოდ გამელოტდა, ხოლო სერიოზულად მან ძალიან მოუმატა ტაქტიკური მხარით და ფსიქოლოგიურითაც, ადრე უფრო მორცხვი იყო,ახლაკი თავის თავში დარწმუნებული. რაც შეეხება თამაშს, აქ ზიდანს დაკისრებული აქვს შეტევის დაწყება და როცა მას თამაში წაუვა, მაშინ "იუვეს" შეჩერება პრაკტიკულად შეუძლებელია. ძლიერმა ფეხბურთელმა თავისი თავი რთულ მომენტებში უნდა გამოავლინოს, ზიდანმა ეს შეძლო.”
2001 წლის 9 ივლისი, "რეალის" ფანებისათვის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღე. ამ დღეს რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ჟურნალისტების თანდასწრებით ზინედინ ზიდანს გადასცა 5 ნომრიანი მაისური. “ეს დიდი პატივია ჩემთვის” – განაცხადა იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა (69 მილიონი დოლარი). "ბლანკოსმა" იმ დღესვე დაიწყო ზიდანზე გაცემული თანხის ამოღება, მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" მაისური ღირდა 80 დოლარი, ხუთ ნომრიანი მაისურები მაღაზიებში პრაკტიკულად აღარ იშოვებოდა. "რეალის" მესვეურებმა ერთი მილიონი დოლარი მხოლოდ იმიტომ მიიღეს ერთ-ერთი სატელევიზიო არხიდან, რომ ზიდანის პრეზენტაცია ეჩვენებინა, ასე რომ ისევე როგორც საფეხბურთო, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც ზიდანის გადმობირება რეალში დადებითად შეფასდა.
ზიდანის გადასვლის შემდე რეალის მაისური ისეთმა ვარსკლავებმა მოირგეს, როგორებიც არიან:ლუიშ ფიგუ, რონალდო, დევიდ ბექჰემი. ზიდანი შესანიშნავად შეეწყო მადრიდს, ყოველი მისი თამაში გულშემატკივრისათვის სპეკტაკლის დადგმას ჰგავდა, ხოლო ის რაც ზიდანმა გააკეთა 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, დღესაც დაუვიწყარია თითოელი გულშემატკივრისათვის. იმ დღეს ერთმანეთს "რეალი" და "ლევერკუზენის ბაიერი" ეთამაშებოდნენ, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოგა, იმ დროს როდესაც ანგარიში 1-1 იყო, რობერტო კარლოსის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ზიდანმა ენითაღუწერელი სილამაზის გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ ის საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის.
შემდეგი წლები ზიდანი რეალთან ერთან შესანიშნავად თამაშობდა, 2003 წელს ის ესპანეთის ჩემპიონი ხდება. შემდეგ რეალის ჩავარდის დროება იწყება,რაც ერთის მხრივ გამოწვეული იყო, პერესის შეცდომით, მან მწვრთნელი დელ ბოსკე დაითხოვა და გუნდიდან ყველანაირი ახსნა-განმარტების სანაცვლოდ გაუშვა "რეალის" იმ დროინდელი კაპიტანი ფერნანდო იერო.
კლუბები და ტიტულები:
[b]"კანი"–––(1988-92)
"ბორდო"–––(1992-96)–––ინტერტოტოს თასი
"იუვენტუსი"–––(1996-2001)
იტალიის ჩემპიონი: 1997, 1998
იტალიის სუპერ თასი: 1997
ევროპის სუპერ თასი: 1996
საკონტინენტთაშორისო თასი: 1996
"რეალი"–––(2001-2006)
ესპანეთის ჩემპიონი:2003
ესპანეთის სუპერ თასი:2001, 2003
ჩემპიონთა ლიგა:2002
ევროპის სუპერ თასი:2002
საკონტინენტთაშორისო თასი:2002
საფრანგეთი–––(1994-2006)
მსოფლიოს ჩემპიონი:1998
მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი:2006
ევროპის ჩემპიონი: 2000
პირადი ტიტულები:
ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი–––1998, 2000, 2003
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი–––1998
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი–––2006
ჟურნალ მსოფლიო ფეხბურთის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი–––1998
ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი–––2000
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი–––2002
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი–––1998
იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი–––1997, 2000, 2001
წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი–––1998, 2002
საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველი–––1993
უეფას ოქროს საიუბილეო გამოკითხვა–––2004–––(ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელი)[/b]
მოდი და ამის ნახვაზე ცრემლები არ მოგადგეს თვალზე რა !!!
- 23 მაი 2011
- 6 212
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.