"მილანს" გაგოს შეძენა სურს
იტალიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, სილვიო ბერლუსკონის და ადრიანო გალიანის საკუთარ გუნდში ფერნანდო გაგოს ხილვა სურთ, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალის" სათადარიგოთა სკამზე ჯდომით არის დაკავებული...
Sky Italy-ზე დაყრდნობით, იტალიელებს არ უნდა გაუჭირდეთ არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირება, რადგან ფერნანდოს სურვილი "ბლანკოსში" დარჩენა ნამდვილად არ არის, რადგან ჟოზე მოურინიო მას არ უცხადებს ნდობას. პორტუგალიელი სპეციალისტი სხვა ალტერნატივებს გაცილებით უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებს.
იტალიური კლუბი უკვე დატოვა კლარენს ზეედორფმა, ანდრეა პირლო კი აცხადებს, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, ეს კი რა თქმა უნდა ზრდის "როსონერის" ინტერესს ნახევარმცველების მიმართ.
სავარაუდოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფერნანდოს საკითხი აქტუალური იქნება.
- 23 მაი 2011
- 2 317
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.