შალკემ გერმანიის თასი მოიპოვა
გუშინდელი დღე, მადრიდისტებისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა - რეალმა სეზონი ბრწყინვალე მატჩით დაასრულა და აგრეთვე, "ბლანკოსის" ლეგენდამ რაულ გონსალესმა, თავის ამჯამინდელ კლუბ შალკესთან ერთად გერმანიის თასი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ რაულმა მოიპოვა თასი, რომელიც თავის ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული. გერმანულ კლუბში ის აგრძელებს ისტორიის შექმნას. მას შემდეგ, რაც ესპანელი ფეხბურთელი შალკეში გადავიდა, გერმანულმა კლუბმა თავის ისტორიაში პირველად მიაღწია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპამდე და გუშინ კი, ქვეყნის თასიც მოიპოვა.
- 22 მაი 2011
- 4 004
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.