''ალმერია'' 1:8 - ''დეპორტივო'' 18

დასრულდა ესპანური პრიმერა და გაირკვა იმ მესამე გუნდის ვინაობაც, რომელიც სეგუნდას გზაზე ''ალმერიასა'' და ''ჰერკულესს'' დაემგზავრება...

დრამატული გამოდგა პრიმერას ბოლო ტური ლა კორუნიელებისთვის, სახელოვანი ''დეპორტივო'' სეგუნდას გზას დაადგა, მაგრამ უფრო დრამატული გამოდგა სანახაობა, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილმა გულშემატკივარმა იხილა... 9 გოლი, რონალდუს ტრიუმფი და პოლონური ცრემლები.

რომ არა ''ლევანტეს'' ჯენტლმენური საქციელი ალბათ ლა კორუნიელების ადგილზე ''სარაგოსას'' ვიხილავდით, მაგრამ როგორც ჩანს ზემოთხსენებულმა ''ჯენტლმენებმა'' საგაისო სამი ქულა ''დაჯავშნეს'' და გასაჭირში ჩავარდნილ ''სარაგოსას'' სასიცოცხლო მნიშვნელობის სამი ქულა უწილადეს. ეს სამი ქულა არც მეტი არც ნაკლები მე-13 ადგილი გამოდგა. ''ლევანტესგან'' განსხვავებით ვალენსიელებმა მწვავე პოლიტიკა გაატარეს მეტოქის მიმართ და ლა კორუნიაში ჩასულებმა ადგილობრივ ''დეპორტივოს'' ყველანაირი იმედი გადაუწურეს. საინტერესოა მასპინძლების თავკაცი მიგელ ანხელ ლოტინა რას ფიქრობდა, როცა მოსაგებად გაშვებულ გუნდს ერთ თავდამსხმელს აყოლებდა... ისიც რიკი...

თავისი სამი ქულა მოიპოვა კატალონიის ''ბარსელონამაც'', უმოტივაციო ''მაგალა'' 3:1-ზე დაჯაბნა და პრიმერაც 96 ქულით დაასრულა. როგორც მოსალოდნელი იყო უხეირო ბურთაობა გაიმართა ''ჰერკულესის'' საშინაო არენაზეც, პრიმერას გამომშვიდობებულმა მასპინძლებმა უგოლო ფრე ითამაშეს ხიხონის ''სპორტინგთან'' და 35 ქულით ''ალმერიას'' ზემოთ გაიმაგრეს პოზიცია. რახან ''ალმერია'' ვახსენეთ... ბერნაბეუს წვეულმა ''თეთრ-წითლებმა'' 8 გოლი და მომავლის იმედი გაიყოლეს სეგუნდა დივიზიონში.
უმოტივაციო ''რეალის'' მოტივირებულმა რონალდუმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ნანატრი რეკორდიც დაამხო, წინამორბედ ლიონელ მესის 9 გოლით გაუსწრო და პიჩიჩის ჯილდოც დაისაკუთრა. ამავე მატჩში შესანიშნავად იასპარეზა ''კასტილიელმა'' ხოსელუმ, რომელმაც თავისი გოლის გატანაც მოახერხა. გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყეს ''რეალის'' პოლონელ კიპერს იერჟი დუდეკს, რომელიც 4 წლის განმავლობაში იკერ კასილასის ღირსეულ შემცვლელად და კლუბის ერთ-ერთ საპატიო წევრად ითვლებოდა.

ქულების გაცვლა მოხდა ''სოსიედადი'' - ''ხეტაფეს'' მატჩზეც, ფრე 1:1 და ორივეს თავი ქუდში აქვს. მოიგეს ბასკებმაც, სანტადერმა 1:2 დათმო ბილბაოს ''ატლეტიკთან'' და სეზონიც მშვიდად დაასრულა. თავი დაიზღვია და თავისი თამაში მოიგო ''ოსასუნამ'', რომელსაც მეტოქედ უმოტივაციო ''ვილიარეალი'' შეხვდა და 1:0-ზე არც ''ყვითლები'' მოინდურა და არც პრიმერასთან განშორება მოუწია. გამარჯვებით დაასრულეს მადრიდის ''ატლეტიკომ'' და ''სევილიამაც'' და შესაბამისად 7-5 ადგილები გადაინაწილეს.

ასე და ამგვარად, ესპანური პრიმერა დასრულდა, წინ ცხელი ზაფხული და სატრანსფერო ციებ-ცხელებაა. ვნახოთ ვინ როგორ გაძლიერდება მომავალი სეზონისთვის, აი გაძლიერება რომ სჭირდება ესპანურ დივიზიონს ეს ''ოსასუნას'' მე9 და ''სარაგოსას'' მე-13 ადგილებმა აჩვენეს(შეგახსენებთ ორივე გუნდები ბოლო მატჩამდე აუტსაიდერებად ითვლებოდნენ).

* GRACIAS DUDEK! ADIOS PRIMERA! *

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)