ხოსელუ : "უბედნიერესი ვარ"
მოგეხსენებათ, "ალმერიასთან" შეხვედრაში "ბლანკოსის" აღზრდილ ხოსელუს ჰქონდა დებიუტი, იგი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და თავის გამოჩენა გატანილი გოლით მოახერხა...
"ეს ენით აღუწერელი გრძნობა იყო, ძალიან გახარებული ვარ. კრიშტიანო იმსახურებს იმ ტიტულს, რომელსაც რამდენიმე დღეში მიიღებს, მან დღეს კიდევ გაიტანა გოლები. მოურინიო ახალგაზრდებს გვენდობა და დიდ მხარდაჭერას გვიცხადებს."
"საოცარი შეგრძნება იყო მოედანზე შესვლა და პუბლიკის ხილვა, ეს დღე ჩემთვის მართლაც დაუვიწყარია."
"ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ უკვე ვფიქრობ კასტილიას შეხვედრაზე, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ თუ გვსურს წარმატების მიღწევა, დღევანდელი დებიუტი არასდროს დამავიწყდება, მაგრამ ჩემი ფიქრები უკვე ახალგაზრდულ გუნდზეა მიმართული."
- 22 მაი 2011
- 2 618
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.