Gracias Dudek!!!
დღეს, ''ალმერიასთან'' გასამართ მატჩში, მადრიდულ პუბლიკას პოლონელი კიპერი - იერჟი დუდეკი გამოემშვიდობება...
სამი ''ბრიტანული'' თასი, ერთი ჩემპიონთა ლიგა და ერთიც სუპერ თასი, ეს იმ ტიტულების ჩამონათვალია რომელიც იერჟი დუდეკმა ''ლივერპულთან'' ერთად 6 წლიან მონაკვეთში მოიპოვა. იყო ''ფეიენოორდი'' და ჰოლანდიური დიდება, 1998-99 წლები, ოქროს პერიოდი პოლონელი კიპერისთვის, სადაც ჩაეყარა საფუძველი მის შემდგომ ტრანსფერებს ევროპულ გრანდებში.
2005 წელი... ისთანბული... ''ათათურქის ოლიმპიური სტადიონი''... 70 000 მაყურებელი და იერჟი დუდეკი.
''ლივერპულის'' დაცვამ რომ ის თამაში ჩააგდო ახალი ამბავი არ უნდა იყოს, რომ არა იერჟი ალბათ 2005 წლის ტროფეისაც პაოლო მალდინი აღმართავდა თავს ზემოთ.
გაოცებული შევჩენკო და გაოცებული ტიფოზები. დამატებით დროში უკრაინელის ორი მეტრიდან დარტყმული გმირულად მოიგერია ლივერპულელთა ერთიანმა, პენალტების სერიაში კი ის სასწაული მოახდინა, რომელსაც არავინ ელოდა. მოიგერია რა სამი თერთმეტმეტრიანი და გააწბილა ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან: სერჟინიო, პირლო და ანდრეი შევჩენკო. თუმცა, ''ლივერპულმა'' ვერ დაუფასა ღვაწლი პოლონელს და ორწლიანი უთამაშებლობის შემდეგ, 2007 წელს იერჟი მადრიდში გადაბარგდა.
ის დებიუტშივე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მონათლეს, იკერ კასილასის არყოფნისას ''სარაგოსას'' წინააღმდეგ დიდი ქება-დიდება დაიმსახურა და ყველას დაუმტკიცა, რომ ის ღირსეული მეკარის ღირსეული შემცვლელი იქნებოდა. 2010 წლის 10 აპრილის ტრაგედიის შემდეგ დუდეკს ურთულესი პერიოდი დაუდგა. პოლონური ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც პრეზიდენტი და 95 სხვა ოფიციალური პირი შეეწირა. მადრიდის ''რეალის'' ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს მხარდაჭერა გამოეხატათ თანაგუნდელისთვის და მოედანზე შავი გავიდნენ. აღსანიშნავია რომ ეს მატჩი ''ელ კლასიკო'' გახლდათ და მადრიდის კიპერს ''ბარსელონამაც'' გამოუცხადა მხარდაჭერა და შეუთანხმდა ''ბლანკოსს'' წუთიერი დუმილის თაობაზე.
* ''მე არჩევანიც არ მქონდა, უნდა შემესრულებინა ჩემი მოვალეობა, მე ვთხოვე ოფიციალურ პირებს რომ წუთიერი დუმილით დაწყებულიყო სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი. შემდეგ ერთ საათში მივედი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და ხორხე ვალდანოსთან, მათ მითხრეს რომ სანერვიულო არაფერი იყო და ისინი სათანადო პატივისცემით მიუდგებოდნენ ამ ფაქტს, ''ჩვენ ვიცით რა მოხდა, ჩვენ შენთან ვართ'' *
!!!Gracias Dudek!!!
- 21 მაი 2011
- 2 900
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.