კრისტიანომ "რეალის" მორიგი რეკორდი დაამხო
არცერთ მადრიდისტას არ გაუტანია ლიგის ზედიზედ სამ მატჩში ცხრა გოლი
რეკორდები ქედს იხრიან კრისტიანო რონალდოს წინაშე, რომელიც პირველი მადრიდისტაა ვინც შესძლო ზედიზედ სამ მატჩში ცხრა გოლის გატანა. აქამდე რეკორდს სათავეში დი სტეფანო და ბარინაგა ედგნენ.
რონალდომ გაიტანა ოთხი გოლი "სევილიასთან", სამი გოლი "ხეტაფესთან" და ორი - "ვილიარეალთან". აქამდე არცერთ მადრიდისტას არ ჰქონდა სამ მატჩში ზედიზედ ცხრა გოლი გატანილი, ყველაზე ახლო კი ამ რეკორდთან დი სტეფანო და ბარინაგა იყვნენ რვა-რვა გოლით. დი სტეფანომ რვა გოლის გატანა 20-დან 22-ე კვირის ჩათვლით მოახერხა 1960/61 სეზონში, ხოლო ბარინაგამ 24-დან 26-ე კვირის ჩათვლით 1944/45-ში.
რონალდოს ნაერი შედეგი კი რომელიც მან ბოლო სამ მატჩში დააფიქსირა არავის არ დაუფიქსირებია ბოლო 59 წლის განმავლობაში. რაც ეს შეჯიბრება შეიქმნა არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია ცხრაზე მეტი გოლი ზედიზედ სამ შეხვედრაში; რაც ნიშნავს იმას, რომ კრისტიანომ გაიმეორა "სევილიას" კამპანალის (1940/41), "ვალენსიას" მუნდოსა (1942/43) და "ბარსელონას" კუბალას (1951/52) რეკორდები.
კრისტიანოს ამ სეზონში გატანილი 38 გოლი ლა ლიგაში, არის ექვივალენტი საუკეთესო პროცენტული შეფარდებისა ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში მას მერე რაც შეიქმნა ქულების სისტემა 1996/97-ში. თითეული გოლი ესპანეთის, გერმანიის, ინგლისის, იტალიისა და საფრანგეთის ლიგაში მრავლდება ორზე; ხოლო ავსტრალიის, ისრაელის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის, რუსეთის, სერბეთის, შვეიცარიის, თურქეთისა და უკრაიინის ლიგაში - ერთზე. კრისტიანო რონალდო დიდი შანსია გახდეს მადრიდის "რეალის" მეორე მოთამაში, რომელიც ოქროს ბუცს მოიგებს. პირველი იყო ლეგენდარული უგო სანჩესი 1989/90-ში 38 გოლით.
წყარო: realmadrid.com
- 20 მაი 2011
- 4 021
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.