ფორლანი შეიძლებოდა "რეალში" აღმოჩენილიყო
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა მიგელ ანხელ მარინმა განაცხადა, რომ გუნდის ბომბარდირი დიეგო ფორლანი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო "სამეფო კლუბში".
"ფლორენტინო მესაუბრებოდა დიეგოს ტრანსფერზე. მან ამიხსნა, რომ ფორლანი სჭირდებოდა "რეალს" და ის მზად იყო გადაეხადა არამარტო ფული, არამედ რამდენიმე ფეხბურთელიც".
"მან შემოგვთავაზა აგვერჩია ფეხბურთელები ვან ნისტეროის, სნეიდერს, რობენს, სავიოლას, გარსიასა და ვან დერ ვაარტს შორის. არ შეგვეძლო დავთანხმებულიყავით ასეთ შემოთავაზებას, რადგანაც გულშემატკივრები არ გვაპატიებდნენ ამას".
"და საერთოდ ამ ზაფხულს ჩვენი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელითაც ინტერესდებოდნენ. წინადადებები იყო აგუეროს, ფორლანის, ასუნსაოსა და სიმაოს ტრანსფერებზე. შეგვეძლო ამ ტრანსფერებით 120 მლნ. ევროს მიღება".
ინფორმაციის წყარო: Goal. com
- 18 სექტემბერი 2009
- 2 895
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.