რიგით მეორე თურქი "რეალში"
როგორც უკვე ცნობილი გახდა მადრიდის რეალმა ახალი შენაძენ გააკეთა ჰამიტ ალტინტოპის სახით.
გზა მადრიდის "რეალისკენ" "შალკე-04" - ით დაიწყო და მიუნხენის "ბაიერნით" დასრულდა. ჰამით ალტინტოპს "რეკორდმაისტერთან" ერთად ერთხელ აქვს მოგებული გერმანიის ლიგის თასი, ორჯერ "ბუნდესლიგა", გერმანიის ორი თასი ორჯერ და ორჯერ გერმანიის სუპერთასი. თურქმა პუშკაშის ჯილდო მიიღო საუკეთესო გოლისთვის 2010 წელს, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ყაზახეთისათვის გატანილი გოლის გამო. მას აქვს მოგებული სხვა ინდივიდუალური ჯილდოც.
ალტინტოპი 1982 წლის 8 დეკემბერს დაიბადა გელზერკიხენში, მაგრამ ის თურქეთის ნაკრებში თამაშობს, სადაც მან 64 შეხვედრა ჩაატარა და ექვსი გოლი შეაგდო. ჰამიტი უნივერსალია ნახევარდაცვაში. ალტინტოპმა კარიერა გერმანიის ახალგაზრდულ გუნდებში დაიწყო, მანამ "შალკეში" და "ბაიერნში" გადავიდოდა.
2005/06 წლებში მან ერთადერთი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე "შალკეს" მაისურით, ხოლო 4 სეზონში მეოთხედფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა მიუნხენელების რიგებში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ.
ალტინტოპმა ერთხელ ითამაშა "სანტიაგო ბერნაბეუზე". 2009/10 სეზონში თურქმა ჟოზე მოურინიოს "ინტერთან" იასპარეზა ლიგის ფინალში. ამ სეზონში კი 14 შეხვედრა ჩაატარა და თავი ორჯერ გამოიჩინა.
P.S. იმისდა მიუხედავად, მოგვწონს ეს ტრანსფერი თუ არა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს თანამეზობელს :)
- 20 მაი 2011
- 3 188
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.