გრანეროსა და კანალესის მატჩის შემდგომი კომენტარი
"ვიმედოვნებთ, რომ ყველამ შეძლო მომხდარის დავიწყება თუნდაც ერთი დღით"
გრანერომ და კანალესმა აღნიშნეს, რომ გუნდ "მურსიასთან" ფრე იყო მეორეხარისხოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ლორკას ქალაქმა გაიღიმა.
კანალესი:
"მნიშვნელოვანი იყო აქ ყოფნა და ლორკას დახმარება ნებისმიერი სახით. ისინი იმსახურებენ ამას. ვიმედოვნებთ, რომ ყველამ შესძლო მომხდარის დავიწყება თუნდაც ერთი დღით. იმედი გვაქვს, რომ ისინი მალე მოერევიან ამ ტრაგედიას."
"ბევრად მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდება ცხოვრებაში ვიდრე ბარსა-მადრიდის მატჩებია. სწორედ ეს ხდის ამ კლუბს დიდებულს. ეს გუნდი მაშინ ეხმარება ხალხს, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. მთავარია აქ დასახმარებლად ჩამოვედით."
გრანერო:
"დიდებული დრო გვქონდა. გასართობი მატჩი იყო და ჩენდომ დაიმსახურა თამაშში მონაწილეობა. ის ცდილობდა თავისი საუკეთესოს გაკეთებას. დარწმუნებული ვარ მან ისიამოვნა ნათამაშები წუთებით."
"ეს ჩვენთვის მორიგი სავარჯიშო სესია იყო, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ გამარჯვებას და ჩვენს საუკეთესოს ვაკეთებთ, განსაკუთრებით ამ სახის მატჩებში."
წყარო: realmadrid.com
- 19 მაი 2011
- 2 261
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.