"მურსია" 2-2 მადრიდის "რეალი"
"ნუევა კონდომინას" სტადიონზე 32,000-მდე ადამიანი შეიკრიბა მადრიდის "რეალისა" და გუნდ "მურსიას" თამაშის სანახავად (2-2)
ნუევა "კონდომინას" სტადიონი თითქმის მთლიანად იყო გადავსებული საქველმოქმედო მატჩის საყურებლად მადრიდის "რეალსა" და გუნდ "მურსიას" შორის, რომელიც ჩატარდა ლორკაში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად. ამ ინციდენტმა ცხრა ადამიანი იმსხვერპლა. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.
გუნდმა "მურსიამ" (რომელსაც ხოსე ანტონიო კამაჩო წვრთნიდა) და მადრიდის "რეალმა" გააკეთეს რაც შეეძლოთ ხალხის გასართობად. მაურინიომ გამოიყენა ისეთი ძირითადი მოთამაშეები როგორებიც არიან კასილიასი, რამოსი, არბელოა და ოზილი, ასევე "კასტილიის" მოთამაშეები პაბლო ხილი და მანდი. მურსიელი პედრო ლეონი და სერხიო კანალესი თამაშობდნენ და პირველი ნახევრის ყველაზე აქტიური მადრიდისტები იყვნენ. გრანეროს ჰქონდა გოლის გატანის ყველაზე მეტი შანსი, მაგრამ გოლებისგან გუნდი ორივეჯერ ანდრესმა გადაარჩინა. გუნდ "მურსიას" გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი ჰქონდა 25-ე წუთზე, თუმცა ტოჩემ ბურთი ძელს ზემოდან გადაავლო.
კრისტიანო რონალდო, ბენზემა, კაკა, ხაბი ალონსო, პეპე და ახალგაზრდა გუნდელი კარვაიალი შემოვიდნენ მეორე ნახევარში და თეთრებს თამაშის გაუმჯობესებაშუ დაეხმარნენ. პირველი გოლი განხორციელდა ბენზემასა და ხაბი ალონსოს პასების კომბინაციით, რის შემდეგაც ფრანგმა თავდამსხმელმა საჯარიმოდან ბურთი ბადეში გაახვია (48'). გუნდი "მურსია" ბევრს მუშაობდა შეტევებზე, და ხუთი წუთის შემდეგ, გადაწყვიტა გაეთანაბრებინა პეპეს საკუთარ კარში გატანილი გოლის წყალობით, რომელმაც საუბედუროდ აჯობა დუდეკს, რომელიც ცდილობდა აკუინოს ჩაწოდებულის აღებას.
გუნდმა "მურსიამ" ხელმეორედ მექას წყალობით გაიტანა, რომელმაც ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი თავით გაიტანა 65-ე წუთზე. მადრიდის "რეალმა" უმალ უპასუხა: პედრო ლეონმა შესანიშნავი პასი გაუკეთა საჯარიმოში კაკას, რომელმაც საგოლე პასი გაუკეთა კრისტიანო რონალდოს გამთანაბრებელის გასატანად.
თამაშის ბოლო წუთებში გამოჩნდა ყოფილი მადრიდისტა, და მადრიდის "რეალის" მიმდინარე დელეგატი, ჩენდო რომელი ატარებდა მადრიდის "რეალის" ნომერ "2" მაისურს და ასევე კაპიტნის სამკლავურს.
წყარო: realmadrid.com
- 19 მაი 2011
- 2 854
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.