ლასანას შეძენით სანდერლენდიც ინტერესდება
ლასანა დიარას შეძენის მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ფრანგ ფეხბურთელზე მოთხოვნილება საშუალო დონის კლუბებში უფრო მეტია...
"რეალის" ათიანი უკმაყოფილოა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, იგი ვეღარ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში, რადგან კონკურენტი სამი ხედირა ჰყავს. ლასი რეგულარულ თამაშსაა მიჩვეული და მისი თქმით ურჩევნია ითამაშოს სხვა გუნდში და ეს არ იყოს "რეალის" ვიდრე არ გავიდეს მოედანზე და ირიცხებოდეს "ბლანკოსში".
ინგლისური პრესა უკვე დიდი ხანია დიარას სურათებითაა აჭრელებული. ნახევარმცველით რამდენიმე პრემიერლიგური კლუბი ინტერესდება, დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი ამ კლუბთა სიას სანდერლენდიც მიემატა, რომელიც ლასის სანაცლოდ 13 მილიონ ევროს ჩამოდის.
რამონ კალდერონმა ფრანგი საყრდენის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადა და ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ დიარას 20 მილიონზე ნაკლებ ფასში არავინ შეელევა, ამიტომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
- 18 მაი 2011
- 2 169
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.