"რეალი" კვლავ იბრძოლებს ვიდიჩისთვის
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა შარშანდელ სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიურობდა, ერთ-ერთი მიზანი ნემანია ვიდიჩის შეძენა იყო, მაგრამ სერბი ფეხბურთელის გაშვება ალექს ფერგიუსონმა არ ისურვა...
ინგლისურ წყაროებზე დაყრდნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ნემანია კიდევ ერთხელ გადახედავს საკუთარი კონტრაქტის საკითხებს. "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელოს თანხმობის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს მანჩესტერულ კლუბთან შეთანხმების მისაღწევად.
30 მილიონი ევრო, ეს ის თანხაა, რომელსაც პერესი და ვალდანო მცველისთვის იმეტებენ. თავად ფეხბურთელმა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა, რადგან მისი თქმით წინ ფინალია და სხვა რამეზე ფიქრი და მსჯელობა უბრალოდ წარმოუდგენელია.
- 18 მაი 2011
- 2 520
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.