კარვალიო 33 წლისაა!
მადრიდის ''რეალის'' მცველი - რიკარდო კარვალიო, დღეს 33 წლის გახდა!
პორტუგალიელი ფეხბურთელი 2010 წელს გადმობარგდა ''რეალში. მან მოასწრო მოეგო ესპანეთის თასი და გასულიყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. რიკარდო ჟოზე მაურინიოს საყვარელ ფეხბურთელად ითვლება.
კარვალიოს წარდგენა მოხდა 2010 წლის 29 აგვისტოს. ამ თარიღიდან ის შეუცვლელია ძირითად შემადგენლობაში. წლევანდელ სეზონში რიკარდომ ლა ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, 9 ჩემპიონთა ლიგაზე და 6 სამეფო თასზე.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 18 მაი 2011
- 2 024
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.