კიდევ ერთი რეკორდი
მადრიდის "რეალმა" მიმდინარე სეზონში 58 მატჩი ჩაატარა, აქედან 30 მატჩში "ბლანკოსს" არცერთი გოლი არ მიუღია საკუთარ კარში. სწორედ ესაა ახალი რეკორდი, რომელიც "რეალმა" წელს დაამყარა. 86/87 და 87/88 სეზონებში "მერენგებმა" კარი მშრალად 25-ჯერ შეინახეს, წელს კი ეს რიცხვი 30-მდე გაიზარდა, შესაბამისად დამყარდა ახალი რეკორდი.
მადრიდელებმა ახალი რეკორდი დაამყარეს ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც, კერძოთ "რეალმა" წელს კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა, ამ შედეგთან მიახლოვებული შედეგი ჰქონდათ მადრიდელებს 84/85 (6) და 01/02 (7) სეზონებში. წელს იკერ კასილასმა კარი 30-ჯერ შეინახა მშრალად, აქედან 16-ჯერ "ლა ლიგის" ეგიდით გამართულ მატჩებში, 6-ჯერ "კოპა დელ რეიზე" და 8-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე.
წყარო - RealMadrid.Com
- 17 მაი 2011
- 2 377
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.