რაკეტა 103 კმ/სთ სიჩქარით

კრისტიანო რონალდომ ციურიხში გაიტანა ორი გოლი. ორივე საჯარიმო დარტყმების შედეგად. "ციურიხის" მეკარე ლეონს აქვს საბაბი, რათა გაიმართლოს თავი: ბურთი, რომლის მოგერიებასაც ის ცდილობდა მიფრინავდა 103 კმ/სთ სიჩქარით. ფაქტიურად რაკეტა.

დადგენილია ფეხბურთში დარტყმის საშუალო სიჩქარე, რომელიც მერყეობს 87,4 კმ/სთ და 95,76 კმ/სთ შორის. ბევრი არ არის ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო ამ ზღვარის გადალახვა. ერთ–ერთი ასეთი ფეხბურთელი კი კრისტიანო რონალდოა.

თავისი მეორე გოლი, როცა ბურთი მიფრინავდა 103 კმ/სთ სიჩქარით, კრისტიანომ გაიტანა 31 მეტრიდან.ბურთი საოცარი ტრაექტორიით მიფრინავდა. ამ ბურთებით უკმაყოფილოა იკერ კასილასი.

თავისი პირველი გოლი რონალდომ გაიტანა 24 მეტრიდან. მაშინ ბურთი მიფრინავდა 95 კმ/სთ სიჩქარით (ზუსტად 94,9 კმ/სთ).

რონალდოს დარტყმის ტექნიკა ახლოსაა ოპტიმალურთან. კრისტიანოს აქვს ასევე თავისებური გამორბენი და დარტყმის სიზუსტე.

მაგალითად, ისეთი შემსრულებელი, როგორიც ბექჰემია არტყამს 87 კმ/სთ სიჩქარით. სწორედ ანალოგიური მაჩვენებლები აქვთ დანიელ ალვეშსა და რონალდინიოს. გამონაკლისი "ატლეტიკოს" ფეხბურთელის ტიკოს დარტყმულია – მან ბურთი 102 კმ/სთ სიჩქარით დაარტყა. ეს მოხდა 2003 წლის სეზონში.

ასევე იყვნენ ისინი, რომლებმაც რეკორდები დაამყარეს. მაგალითად, რობერტო კარლოსის ცნობილი დარტყმა საფრანგეთთან თამაშის დროს, როდესაც ბურთი მიფრინავდა 122 კმ/სთ სიჩქარით. რობერტო ბურთს საშუალოდ 106–115 კმ/სთ სიჩქარით არტყამდა. ჟუნინიო პერნამბუკანო საშუალოდ 100 კმ/სთ სიჩქარით არტყამდა მეტოქის კარისკენ.

დღევანდელ დღეს კი კრისტიანო რონალდო ხდება ჩემპიონთა ლიგის ახალი "ბომბდამშენი". მან უნდა გააუმჯობესოს დარტყმის სიზუსტე. მას დასჭირდა 18 მცდელობა, რათა გაეტანა პირველი გოლი საჯარიმოდან.

რონალდოს დარტყმული ბურთები ნებისმიერ მეკარეს პრობლემას უქმნის. ამის შესახებ განაცხადა "ციურიხის" მეკარე ლეონმა. ჯერჯერობით მხოლოდ მას მოუწია ამასთან ბრძოლა.

ისტორიული ფაქტი

1974 წელს მსოფლიო ჩემპიონატის წინ ესპანურმა ჟურნალმა "La Actualidad Espanola"–მ მოიწვია ჯარიმების საუკეთესო შემსრულებლები და მოაწყო შეჯიბრება. ფიქსირდებოდა ბურთის დარტყმის სიჩქარე. მოწვეულნი იყვნენ: გერდ მიულერი ("ბაიერნი), ჯანი რივერა ("მილანი"), როლანდ სანდბერგი ("კაიზერსლაუტერნი"), პიტერ ლორიმერი ("ლიდსი") და ედუ ("ლიდსი"). ასევე ჟურნალისტებმა მოიწვიეს იოჰან კრუიფიც, მაგრამ მან ვერ შეძლო მოსვლა პრობლემების გამო. გამარჯვებული გახდა პიტერ ლორიმერი, რომელმაც ბურთი გაგზავნა 92, 73 კმ/სთ სიჩქარით. მას მოჰყვებოდნენ სანდბერგი (82,80 კმ/სთ), მიულერი (80,86 კმ/სთ), ედუ (80,57 კმ/სთ) და რივერა (71,55 კმ/სთ).


ინფორმაციის წყარო: As. com

  • faqo
  • 18 სექტემბერი 2009
  • 3 665
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)