მოიქეცი ისე, როგორც შეეფერება მამაკაცს!
მე მინდა, უეფას დღევანდელ გადაწყვეტილებაზე გესაუბროთ. ერთი მხრივ, იმის გამო, რომ შეურაწყოფა მოგაყენეს, “უფროსებთან” გაქცევა და ჩაშვება - ბავშვურია, მაგრამ მეორეს მხრივ სხვა რა გზაა? “სახე შეულამაზოს”? კი, ვარიანტია, მაგრამ ამის გამო, უკვე ის გაიქცევა “უფროსთან” და თან, როცა ასეთი დონის ფეხბურთელი ხარ, ეს მიუღებელი საქციელია - ნებისმიერ შემთხვევაში!
რასიზმი? არამგონია, რომ ასეთი საქციელი რასიზმი იყო. ვფიქრობ, ეს უფრო ნერვებმა, სიბრაზემ და კიდევ სხვა ფაქტორებმა გამოიწვიეს - ვეღარ გაუძლო და ამოიღო ის, რაც ჰქონდა დაგროვებული. ხოლო ეს ამონაბოლქვი ვის ხვდა წილად, ეს უკვე სხვა საქმეა.
მაგრამ.. კარგი რაა.. მოიქეცი ისე, როგორც შეეფერება მამაკაცს. გააკეთე? აღიარე, მოიბოდიშე, ახსენი. თქვი, რომ წუხარ და ამას სინამდვილეში არ გულისხმობდი. აღიარე, რომ შეცდი.
და ჩვენ რა ვნახეთ? “დედა”, “მამა”, დამალვა და სიჩუმე. არ გამოჩნდა, ხმაც კი არ ამოიღო. ყველაფერი უეფას “ყოვლის შემძლე ბიძებს” მიანდო, რათა მათ გადაეწყვიტათ ყველაფერი. ბოდიშით ამ სიტყვისთვის, მაგრამ - ამაზრზენია - არა საქციელი, არამედ ამ ეპიზოდის შემდგომი მოქმედება, უფრო სწორედ, უმოქმედობა.
სამაგიეროდ, ეხლა უკვე შეიძლება მოსვენება, სერხიო “წყლიდან მშრალი გამოვიდა” - მშვენიერია. მაგრამ ხალხს ახსოვთ. ასეთ ქმედებებს არ ივიწყებენ.
გასაგებია “ბარსას” და “რეალის” პოზიცია, მაგრამ არ მესმის, ბუსკეტსის. რატომ მიიყვანა აქამდე საქმე? რატომ მისცა “ბლანკოსის” გულშემატკივრებს კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ არა მხოლოდ არ უყვარდეთ “ბარსელონა”, არამედ არ სცემდნენ ამ კლუბს პატივს.
მოსაბეზრებელია უკვე ეს ყველაფერი, ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა, მაგრამ უნდა არსებობდეს სამართლიანობა. არასწორი იყავი? აღიარე, მოიხადე ბოდიში. თუარადა, არც იმსახურებ არანაირ პატივისცემას!
- 16 მაი 2011
- 6 625
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.