"ვილიარეალი"-"რეალი"
კრისტიანო რონალდო შეეცდება უგო სანჩესის გოლების რეკორდის დამხობას
შეჯიბრება დასასრულს უახლოვდება. მადრიდის "რეალი" ზედიზედ მეექვსე საგარეო გამარჯვების მოპოვებას ეცდება ამ ღამეს კრისტიანო რონალდო კი ორი გოლის გატანას, რათა გაუთანაბრდეს უგო სანჩესსა და ზარას რეკორდს, რომლებმაც ლა ლიგაში ერთ სეზონში 38 გოლი გაიტანეს. ჰეთ-ტრიკი კი დაამხობინებდა მას ამ რეკორდს.
ჟოზე მაურინიოს გუნდი ლა ლიგაში მეორე ადგილზეა გატანილი გოლებით. პორტუგალიელმა მოთამაშემ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა "ვილიარეალის" წინააღმდეგ "ბერნაბეუზე" სეზონის პირველ ნახევარში, როდესაც წინა სეზონში მან ორივე შეხვედრაში გარიდოს გუნდს თითო-თითო გოლი გაუტანა, რამაც კრისტიანოს მათ წინააღმდეგ 5 გატანილი გოლი დაუგროვა სამ თამაშში.
მაურინიოს მატჩში არ ეყოლება ტრავმირებული გაგო და ხედირა, ასევე დისკვალიფიცირებული ლასი. მწვრთნელმა განაცხადში შეიყვანა კასილიასი, რამოსი, დუდეკი და კაკა. წინა კვირის შეხვედრა კი მათ გამოტოვეს. კანალესი და პედრო ლეონი მადრიდში დარჩნენ.
"ვილიარეალს" სჭირდება მოგება და "ვალენსიის" წაგება "ლევანტესთან" რათა ჰქონდეს, ცხრილში მესამე ადგილისა და შემდეგი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის, არიდების შანსი. ტრავმირებული გონსალო, ოლივა და ანხელ ლოპესი გამოტოვებენ მატჩს, თუმცა მეკარე ხუან კარლოსი გამოჯანმრთელდა გასტროენტერიტისგან, რამაც გააცდენინა მას წინა კვირის თამაში "ალმერიასთან".
წყარო: realmadrid.com
- 15 მაი 2011
- 3 139
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.