უგო სანჩესი: "ჩემი აზრით "პიჩიჩს" რონალდუ იმსახურებს"
ლეგენდარული ექს-მადრიდისტა უგო სანჩესი იმედოვნებს, რომ საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ გახდება.
კრიშტიანუ რონალდუმ "ლა ლიგის" ამ სეზონში 36 გოლი გაიტანა, მაგრამ "Marca" თვლის, რომ ამჟამად კრიშტიანუს ანგარიშზე 37 ბურთია. 37-ე ბურთად "Marca", როანლდუს იმ გატანილ გოლს თვლის, რომელიც მან "სოსიედადთან" გაიტანა, მაგრამ ამ გატანილ გოლში ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის იყო, რომ რონალდუს დარტყმული პეპეს ზურგზე მოხვდა და შემდგომ გავიდა გოლი.
ამჯერად რონალდუს აქვს შანსი, რომ დაამხოს ლეგენდარული უგო სანჩესის, რეკორდი, როდესაც მან "ლა ლიგაში" 38 გოლის გატანა მოახერხა.
უგო სანჩესი დარწმუნებულია, რომ რონალდუ მისი რეკორდის გაუმჯობესებას შეძლებს.
-"მე ყოველთვის ვამბობდი ერთს, რომ თუ ვინმე დაამხობს ამ რეკორდს ეს აუცილებლად იქნება მადრიდისტა" განაცხადა სანჩესმა "Marca"-თან ინტერვიუში.
-"მჯერა, რომ ეს იქნება კრიშტიანუ. მას ამის რესურსი და ძალა შესწევს. მე არ მინდა, რომ ეს რეკორდი დაამხოს მესიმ რადგან იგი, თამაშობს "ბარსელონაში"".
- "დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია, დაამხობს, თუ არა რონალდუ ამ რეკორდს, მაგრამ იგი ახლა შესანიშნავ ფორმაშია და ვფიქრობ ამას ის შეძლებს."
- "შემდეგი "რეალის" მეტოქეები "ვილიარეალი" და "ალმერიაა". ამჯერად ორივე გუნდს ძალიან გაუჭირდება რონალდუს შეჩერება. თუ რონალდუმ გასულ ორ მატჩში შეძლო და გაიტანა 7 გოლი, მე მჯერა, რომ იგი ახლაც შეძლებს კიდევ იმ რამდენიმე გოლის გატანას რომლითაც ჩემი რეკორდის დამხობას შეძლებს."
აქვე შეგახსენებთ ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. სანჩესმა შეძლო და 4ჯერ ზედიზედ მოიგო "პიჩიჩი", კერძოდ 1985 წლიდან 1990 წლამდე.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 15 მაი 2011
- 3 585
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.