ლასანა დიარა თავის აგენტს შეხვდა


შაჰინის მოსვლამ ბევრი, რამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. როგორც "As" იტყობინება ლასანა დიარამ უკვე დაიწყო მის მომავალზე ფიქრი და ამ ზაფხულს შესაძლოა მან მადრიდის "რეალი" დატოვოს.

გასულ ორშაბათს ლასანა დიარა თავის აგენტს შეხვდა. მან თავის აგენტთან განიხილა თავისი მომავალი კარიერის საკითხი. ლასანა დიარას თქმით, მას იმის ეშინია, რომ მოურინიოს სქემაში მოიპოვოს არასაჭირო ადგილი და მას არ მოუწიოს თამაში. მითუმეტეს, როდესაც კლუბში ახალი ტრანსფერები განხორციელდება. ამიტომ იგი მოელაპარაკა აგენტს შესაძლო კლუბის გამოცვლის საკითხზე.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელისადმი ინტერესი სხვადასხვა ინგლისურმა კლუბებმა გამოთქვეს. ლასანას თქმით ინგლისში წასვლა საუკეთესო გზა იქნება მისი კარიერის წარმატებულად გაგრძელებისთვის. ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელმა მიიღო ინგლისური კლუბებიდან საკმაოდ კარგი შემოთავაზებები, მაგრამ "რეალმა" იგი არ გაყიდა. ამ მომენტისთვის მოურინიო მზად არის, რომ ლასანას კლუბის დატოვების უფლება მისცეს, თუ მას კლუბის შეცვლა სურს. სპორტული კონკურენცია ძირითადისთვის ხედირასთან, ჩაბი ალონსოსთან და ახლა უკვე ნური შაჰინთან ეს ყოველივე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს საბაბს აძლევს, რომ მან გუნდი დატოვოს.

ინფორმაციის წყარო: As.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)