კარანკა : "9 თვეში დიდი გამოცდილება შევიძინე"
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, აიტორ კარანკამ, პრესკონფერენცია გამართა...
"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ სამეფო კლუბში მიწევს მუშაობა ისეთ დიდ მწვრთნელთან ერთად, როგორიც ჟოზე მოურინიოა, მე გუნდში 9 თვის წინ მოვედი და არც ისე დიდი ხნის გასვლის მიუხედავად უდიდესი გამოცდილება შევიძინე. მიხარია, რომ პორტუგალიელის გაწეული სამუშაო ნელ-ნელა შედეგს იღებს."
"ვიცი, რომ კასილასმა ჩვენი სეზონი 10 ბალიან სისტემაში რვიანზე შეაფასა, იკერი დიდი ხანია მადრიდშია და ზუსტად იცის ყველაფერი. მოხარული ვარ , რომ ასეთი მოთამაშე გვყავს."
"ვილიარეალი რთული მეტოქე იქნება, მაგრამ "ბლანკოსის" მიზანი შეხვედრის მოგება და 3 ქულის მოპოვებაა, სტუმრად ვთამაშობთ, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯებით."
"კრიშტიანო რონალდო უნივერსალი ფეხბურთელია და მას უდიდესი პოტენციალი აქვს. პორტუგალიელს შეუძლია ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე თამაში, იგი ამ პოზიციაზე ბრწყინვალეა და შესანიშნავ დრიბლინგებს ასრულებს, ასევე მშვენივრად თამაშობს ფორვარდის პოზიციაზეც."
"ბუსკეტსის საქციელზე საუბარი არ მსურს, ისევე როგორც უეფას გადაწყვეტილებებზე, ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა."
- 15 მაი 2011
- 1 783
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.