პარასკევი, 13!

გუშინ ფრიად "მნიშვნელოვანი" დღე იყო. ერთი მხრივ პარასკევი, ხოლო მეორე მხრივ ისიც 13 რიცხვი. ამასთან დაკავშირებით ყველას თავისი ცრურწმენა გააჩნია. მოკლედ, გთავაზობთ სხვადასხვა ფეხბურთელების სახალისო ცრურწმენებს.

პეპე: თუ შენს გვერდით მოედანზე გამოდის ფეხბურთელები ლურჯ–წითლებში, ელოდე წითელ ბარათს



მოურინიო: თუ ერთხელ მაინც დააღე პირი თამაშის განმავლობაში, ელოდე წითელ ბარათს.



გვარდიოლა: თუ პრეს–კონფერენციაზე შეხვდი მოურინიოს მოემზადე ღამის კოშმარებისთვის.



რამოსი: თუ გთავაზობენ ხელში დაიკავო რომელიღაც თასი, იცოდე , რომ მომდევნო დღეს პრესაში და "კრაკოვიას" გადაცემაში იქნები.



მესი: თუ მოედანზე გამოდიხარ–აუცილებლად დაგარტყამენ. შესაძლო თვით მეტოქის ფეხიც კი მოგხვდეს.



ვილია: თუ წარმატებით გაიქცევი მეტოქის კარისკენ თამაშგარე გარანტირებული გაქვს.



პინტო: თუ მოედანზე თვალთახედვის არეში მომხვდა არბელოა–ცხვირპირს დავუნაყავ.



რამოსი: თუ მოედანზე გამოხვალ–ყვითელი ბარათისთვის მოემზადე.



ბუსკეთსი: თუ დაინახე მეტოქე მოედანზე შენგან ერთი მეტრის მანძილზე–მოემზადე სიმულაციისთვის.



ჟეფრენი: თუ მოედანზე თამაშის ბოლოს გამოგიყვანეს–იცოდე , რომ "ბარსელონა" იგებს.



პიკე: თუ შაკირა სტადიონზეა–ემზადე წაგებისთვის.



იგუაინი: თუ გოლის წინ მასკერანო მოედანზე "გმირულად დაეცა"–იცოდე, რომ გოლს არ ჩაგითვლიან.



კასილასი: თუ "კამპ ნოუზე" სათამაშოდ გადიხარ–ემზადე ნერვოზისთვის.



კარანკა: თუ "მადრიდის რეალის" ფეხბურთელმა მიიღო დაუმსახურებელი ბარათი-მოემზადე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესასრულებლად შემდეგ შეხვედრაში.



პუიოლი: თუ თმას შეიჭრი, ემზადე აპოკალიფსისთვის.



დელ ბოსკე: თუ წინ 4 კლასიკოა მოემზადე დაძაბული მუშაობისთვის და ფსიქოლოგებზე მატერიალური დანახარჯებისთვის.



"ბარსელონა":თუ მოიგე ესპანეთის ჩემპიონატი, მოემზადე მიწისძვრისთვის.


ბოლოს კი ბუსკეთსის "პარასკევი 13"


- "თუ გაზონი მშრალია, ბუსკეთსი დაეცემა"



- "თუ "ბარსელონა" ბურთს არ აგორებს ე.ი. ის ელოდება როდის ადგება ბუსკეთსი"



- "თუ მეტოქეს ხელი აქვს, ის აუცილებლად მოხვდება ბუსკეთს სახეში."



- "თუ სიმულაცია ავადმყოფობაა, მაშინ ის გადამდებია"



- "თუ დღისით თამაშობენ ბუსკეთსი აუცილებლად წაიქცევა"



- "თუ თამაში ხელოვნური განათების ფონზე მიმდინარეობს-ბუსკეთსი მაინც წაიქცევა."



- "თუ ბუსკეთსი გამოვა მოედანზე, ის აუცილებლად წაიქცევა"



- "თუ ბუსკეთსი ადგა, ეს იმიტომ რომ ხელახლა დაეცეს."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)