იკერ კასილასი: "ვულოცავ "ბარსელონას" ჩემპიონობას"
მადრიდის "რეალის" მეკარემ იკერ კასილასმა გუშინ თავის ოფიციალურ საიტზე "ikercasillas.es"-ზე დაწერა, რომ იგი ულოცავს "ბარსელონას" ჩემპიონობას.
-"მინდა მივულოცო "ბარსელონას" "ლა ლიგის" ჩემპიონობა. ეს არც ისე ადვილი ტურნირია. ისინი კარგად იყვნენ მომზადებულები, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. ვულოცავ როგორც ჩემი ასევე გუნდის სახელით."
-"ვფიქრობ ჩვენს შორის არ უნდა იყოს რაიმე სახის კონფლიქტი. როდესაც ჩვენ "სამეფო თასის" ფინალში გავიმარჯვეთ ისინი იყვნენ ჩვენდამი ძალიან მეგობრულები. რაც აშკარად დასაფასებელია."
-"მე გახარებული ვარ მათი ჩემპიონობით, რადგან იქ მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ბოლო "ელ კლასიკოების" დროს იყო რამდენიმე ეპიზოდი, რამაც ეს ორი კლუბი ერთმანეთს დაუპირისპირდა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ წარსულში დარჩა."
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 14 მაი 2011
- 2 694
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.