სერხიო რამოსის კომენტარი
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა, მცირე კომენტარი გააკეთა იმ სიტუაციის შესახებ, როდესაც ბუსკეცმა მარსელოს მაიმუნი უწოდა.
-"არ მინდა რომელიმე მხარე დავადანაშაულო. ორივე მხარემ შეიტანა სარჩელი. "ბარსელონა" მოურინიოს დასჯას ითხოვდა, ხოლო მადრიდის "რეალის" სარჩელთაგან ერთ-ერთი ბუსკეცის დასჯა იყო მისი იმ არასპორტული საქციელის გამო, როდესაც მან მარსელოს მაიმუნი უწოდა. მხოლოდ მარსელომ და ბუსკეცმა იციან, თუ რა მოხდა. მე არ ვიქნები მართალი, თუ რომელიმეზე ან დადებით ან უარყოფით კომენტარს გავაკეთებ. "უეფაში" საკმაოდ გამოცდილი ადამიანები მუშაობენ და ისინი განიხილავენ ამ საკითხს. ორივე მხარეს აქვს თავისი არგუმენტები. ხოლო რაც შეეხება გუნდს, ჩვენ ეს ინციდენტი უკვე დავივიწყეთ. "
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 14 მაი 2011
- 2 991
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.