ოფიციალური განცხადება
საფეხბურთო კლუბ "მადრიდის რეალის" ოფიციალური განცხადება.
სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უეფას სადისციპლინო კომიტეტის მიერ "ბარსელონას" ფეხბურთელ სერხიო ბუსკეთსის წინააღმდეგ საქმის აღძვრას, საფეხბურთო კლუბ "მადრიდის რეალს" სურს განაცხადოს:
1. ს.კ. "ბარსელონამ" გადადგა ყოვლად მიუღებელი ნაბიჯი უეფაში ს.კ. "მადრიდის რეალის" მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით.
2. ს.კ. "ბარსელონას" მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა აიძულა ს.კ. "მადრიდის რეალი" უეფასთვის წარედგინა თავის დაცვის დამამტკიცებელი ფაქტები, რომლებშიც ნაჩვენები იყო ს.კ. "ბარსელონას" ზოგიერთი ფეხბურთელის არასპორტული და მიუღებელი საქციელები, რომლებიც მიმართული იყო შეხვედრის მთავარი მსაჯის შეცდომაში შეყვანისკენ და მისი პროვოცირებისკენ მიეღო ს.კ. "მადრიდის რეალის" საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. სწორედ ამ სიტუაციამ განაპირობა ის განცხადებები, რომლებიც ჩვენმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო გააკეთა თამაშის შემდეგ.
3. ს.კ. "მადრიდის რეალს" სურს ნათლად აღნიშნოს, რომ ეს სარჩელი არ ეხებოდა სერხიო ბუსკეთს. სარჩელი უარყოფილ იქნა უეფას სადისციპლინო კომიტეტის მიერ, მიუხედავად საქმესთან დაკავშირებით მათთვის წარდგენილი ვიდეომასალებისა.
4. ამის საპასუხოდ ს.კ. "მადრიდის რეალმა" გაასაჩივრა მიღებული გადაწყვეტილება და უკვე არსებულ დოკუმენტებს თან დაურთო ფოტომასალაც. ერთ–ერთ მათგანზე გამოსახული იყო სერხიო ბუსკეთსისა და მარსელოს ეპიზოდი. ეს მასალა თან დართულ იქნა საჩივარს, ვინაიდან მასზე ნათლად ჩანს სიმულაციის მაგალითი.
5. უეფამ მიიღო აღნიშნული მასალები და შემდეგ თავისივე გადაწყვეტილებით გახსნა სადისციპლინო საქმე სერხიო ბუსკეთსის წინააღმდეგ.
6. ჩვენი ფეხბურთელი მარსელო დაკითხულ იქნა უეფას მიერ, რათა ამ უკანასკნელს დაედასტურებინა ის ინციდენტი, რომლის გამოც საქმე იქნა აღძრული.
ს.კ. "მადრიდის რეალი" წუხს იმის გამო, თუ რაც მოყვა ს.კ. "ბარსელონას" მიერ ჩვენი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს და ს.კ. "ბარსელონას" ფეხბურთელ სერხიო ბუსკეთსის მიერ ჩადენილ საქციელს.

წყარო: RealMadrid.com
- 13 მაი 2011
- 3 180
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.