"იუვენტუსი" ლასანას დაუბრუნდა
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური კლუბი "იუვენტუსი" კვლავინდებურად შეეცდება, რომ შეიძინოს "მადრიდის "რეალის" ჩამშლელი ნახევარმცველი ლასანა დიარა, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალზედ დამაჯერებლად ასპარეზობს.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ "იუვენტუსს" დიარას შეძენა სურდა, თუმცა მადრიდელებმა შავკანიანი მოთამაშე არ დათმეს. დღეს საქმე უფრო მარტივადაა, ვინაიდან "რეალმა" შეიძინა მორიგი ნახევარმცველი ნური შაჰინი, რის გამოც ლასანას დიდი ბრძოლა მოუწევს, რათა "ლოს ბლანკოსის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. სავარაუდოდ ზაფხულში ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონს გაუტოლდება, მაგრამ ეს ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ჭორის დონეზეა გავრცელებული.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 13 მაი 2011
- 2 196
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.