კაკა ”რეალში” აღარ დარჩება
როგორც ესპანური წყაროები იუწყებიან, ბრაზილიელი ფლეიმეიქერი, რიკარდო კაკა, სეზონის ბოლოს დატოვებს მადრიდის ”რეალს”...
ფეხბურთელისადმი ინტერესს იჩენენ ისეთი გრანდები როგორებიც არიან: ”მილანი” და ”ჩელსი”. აღსანიშნავია, რომ არისტოკრატებს გასულ წელსაც ჰქონდას განზრახული ”მორწმუნეს” თავიანთ გუნდში ხილვა, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა. როგორც ჩანს, რომან აბრამოვიჩი კიდევ ერთხელ შეეცდება ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას.
ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ, რიკარდომ უკვე ძალიან დიდი ხანია ტრავმა მოირჩინა, თუმცა, ჟოზე მოურინიო მას მაინც არ აყენებს ძირითად შემადგენლობაში, ეს ყველაფერი იმის მაუწყებელია, რომ ”ოქროს ბიჭუნა” კლუბს დატოვებს.
ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს აღნიშნულ ტრანსფერს, არის ფეხბურთელის ფასი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ფლორენტინო პერესმა, კაკას გამადრიდელებაში 65 მილიონი დახარჯა. ამ თანხაზე მეტი, ”რეალის” პრეზიდენტმა მხოლოდ ზიდანში და კრიშტიანო რონალდოში გადაიხადა, ეს კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კლუბი რიკარდოს არ შეელევა პატარა ფასში. თუ გუნდები, თანხაზე შეთანხმდებიან, მაშინ ჟოზე მოურინიო თანახმა იქნება, რიკარდოს გასხვისებაზე.
წყარო:marca.com
- 13 მაი 2011
- 3 675
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.