"ციურიხი"–"რეალი". პრესის მიმოხილვა
მსოფლიო პრესა წერს "რეალის" გრანზიოდულ გამარჯვებაზე ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ციურიხის" წინააღმდეგ. ყურადღება გამახვილებულია კრისტიანო რონალდოზე, რომელმაც ორი გოლის გატანა მოახერხა შვეიცარიული კლუბის კარში. ასევე გამოყოფენ რაულის 65–ე გოლს და გუტის შესანიშნავ გოლს მატჩის ბოლო წუთზე.
"Diario AS"
"Diario AS"-ის პირველ გვერდზე წერია, რომ "რეალმა" დაიწყო ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის მეათე თასისთვის, ასევე წერენ, რომ "სამეფო კლუბი" ნამდვილი დინამიტია. გაზეთის ქრონიკაში შეგიძლიათ შემდეგი წაიკითხოთ: "ის, რაც გუშინ მოხდა არაფერია მოულოდნელი. ეს არის განაცხადა გამარჯვებისთვის, რომელზეც ადრე მხოლოდ საუბრობდნენ, ახლა კი ყველასთვის გასაგებია". გაზეთი ყურადღებას ამახვილებს კრისტიანო რონალდოზე, რომელმაც ორი გოლი გაუტანა "ციურიხს". ასევე არ დაივიწყეს კაპიტან რაულის 65–ე გოლი ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე და გუტი, რომელმაც მატჩის ბოლოს ფანტასტიური გოლი გაიტანა.
სტატიებში აქებენ "რეალსა" და გუნდის ფეხბურთელებს. მაგალითად, ალფრედო რელანიო აცხადებს, რომ მადრიდელებმა იპოვეს თავიანთი თამაში, რაც აძლევთ შანსს მოიგონ ჩემპიონთა ლიგა. ტომას გუაში აღფრთოვანებულია კრისტიანო რონალდოთი: "თავისი ფეხები – თავისივე იარაღია. მას მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ეხმარება – თავდაჯერებულობა, ცოტათი ქედმაღლობა და ამბიციურობა". ლუის ნიეტო კი აღფრთოვანებას ვერ მალავს გუტის თამაშით. "მან "ესპანიოლთანაც" და "ციურიხთანაც" შესანიშნავად ითამაშა".
Marca
გუშინდელ Marca-ს ნომერში შემდეგი სათაური იყო: "რონალდომ გამოიყენა თავისი იარაღი". კრისტიანოს გაზეთში შემდეგი ეპითეტებით ამკობენ: შესანიშნავი, საუცხოო, ულამაზესი. გამახვილებულია ყურადღება რაულზე, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და გუტიზეც, რომელმაც გაიტანა ეფექტური გოლი. ერთადერთი ცუდი ის არის, რომ ტრავმა მიიღო ხაბი ალონსომ. გააკრიტიკეს მსაჯი, რომელმაც დახუჭა თვალები შვეიცარიელთა უხეშ თამაშზე.
ჟურნალისტებმა შეაფასეს კრისტიანო რონალდო. "კრისტიანო შეხვედრის გმირი გახდა" – განაცხადა ხოსე ვისენტე ერნაესმა. შემდეგ ის ხაბი ალონსოზე შეჩერდა: "უნდა ვუმადლოდეთ ხორხე ვალდანოს, რომ ასეთ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი". რობერტო გომესი კიცხავს მარადონას: "მე გაკვირვებული ვარ იმით, რომ მარადონა ჯერ კიდევ არ იძახებს იგუაინს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში. ის ნამდვილი ჩემპიონია, ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელია "რეალში" და მან უდიდესი პროგრესი განიცადა".
სხვა გამოცემები
პრაქტიკულად ყველა გამოცემა იწერებოდა, რომ "რეალმა" მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება "ციურიხის" წინააღმდეგ. "El Pais" იტყობინება, რომ კრისტიანო რონალდოს მიჰყავს "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. ასევე ამატებს, რომ პელეგრინიმ ეფექტური გუნდი შექმნა. "El Mundo Deportivo" წერს, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის ადაპტაცია გახდა შესანიშნავი ინფორმაცია. ასევე იშველიებს პელეგრინის სიტყვებს: "რონალდო ბევრჯერ გაგვახარებს". "ABC" წერს, რომ "რეალმა" გადადგა პირველი ნაბიჯები ჩემპიონთა ლიგის თასისკენ. მადრიდელებმა აჩვენეს თავდაჯერებული ბურთის ფლობა და შესანიშნავი შეტევა". "La Razon"–მა კი უჩვეულო სათაური დაწერა: "რეალს" გაუმართლა ჩემპიონთა ლიგის სტარტზე".
ინფორმაციის წყარო: Realmadrid. com
- 18 სექტემბერი 2009
- 3 460
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.