ფლორენტინო პერესის სიტყვა.
დღეს გამართულ ღონისძიებაზე ფლორენტინო პერესი შეიძლება ითქვას, რომ მთავარ როლში იყო. როგორც მოგეხსენებათ, დღეს "თეთრებმა" სამეფო თასი ქალაქ მადრიდის მცხოვრებლებს წარუდგინეს. პერესი სიტყვით გამოვიდა, როგორც "სითი ჰოლში", სადაც მას მერი ალბერტო რუის გალარდო შეხვდა და მადრიდის მთავრობის სახლში, სადაც ის პრეზიდენტ ესპერანსა აგუირს ესაუბრა.
"სითი ჰოლში":
"ჩვენს კლუბს გლობალური მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთში საუკეთესოებს არ აქვთ საზღვრები , ამიტომაცაა რომ "მადრიდის რეალი" ერთი კონკრეტული პიროვნების არ არის, არამედ ის ყველა მის წევრსა და გულშემატკივარს ეკუთვნის. ყველა ჩვენგანს ესმის, რომ ჩვენთვის მადრიდი ამოსავალი წერტილია. ეს ტიტული თქვენიცაა, ვინაიდა ბევრი მადრიდელი მხარს უჭერს ჩვენ გუნდს. იმათ გარეშე, რომლებიც მუდამ ჩვენს ირგვლივ ტრიალებენ, ჩვენ არ ვიქნებოდით ისეთები, როგორიც ვართ. სწორედ თქვენი მხარდაჭერით მოვედით აქამდე."
"დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ჩვენ კვლავ გავხდით სამეფო თასის მფლობელები. ამ ტიტულის მოგებით ძალიან გახარებულნი ვართ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს წინაშე უფრო დიდი და ფართომასშტაბიანი გეგმები დგას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. კლუბი ატარებს ქალაქის სახელს და ის მას ყველას აცნობს მსოფლიოში. ამას ჩვენ სიამაყით და უდიდესი პასუხისმგებლობით ვაკეთებთ.
მადრიდის სამთავრობო შენობაში:
"გუნდი ასობით მილიონ გულშემატკივარს ეკუთვნის. ამ კლუბს შეუძლია გააერთიანოს და ერთად დააყენოს სხვადასხვა ტიპისა და პროფესიის ადამიანები. ჩვენი წარმატება მადრიდის საზოგადოების დამსახურებაა. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი გულშემატკივრების გასახარებლად."
წყარო: RealMadrid.com
- 11 მაი 2011
- 2 402
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.