"მადრიდის რეალმა" კოპა დელ რეის თასი ქალაქ მადრიდში წარადგინა
"ბლანკოსებმა" სამეფო თასი ქალაქ მადრიდის მცხოვრებლებს წარუდგინეს. შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი და დირექტორთა საბჭოს წევრები "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონიდან "სითი ჰოლში" მივიდნენ, სადაც მათ მერი დახვდა, ხოლო ამის შემდეგ ქალაქ მადრიდის მთავრობის ცენტრალურ ოფისში ამოყვეს თავი.
თავდაპირველად მადრიდისტებს "სითი ჰოლში" მაიორმა რუის გალარდონმა უმასპინძლა
ფლორენტინო პერესი
"ჩვენს კლუბს გლობალური ამოცანები აკისრია. ფეხბურთს საზღვრები არ აქვს, სწორედ ამიტომაცაა, რომ "მადრიდის რეალი" კონკრეტულად ერთ პიროვნებას არ ეკუთვნის, არამედ ყველა მის წევრსა და გულშემატკივარს. ეს ტიტული ყველა თქვენგანისაა , ვინაიდან ვიცით, რომ ბევრი მადრიდელი (Madrileños) ჩვენ გვიჭერდა მხარს. ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევდით, რომ არა ის მხარდაჭერა, რასაც თითოეული თქვენგანისგან ვგრძნობთ. მათ შორისაა მერიც, რომელიც პირადად ესწრებოდა სამეფო თასის ფინალს."
"ბევრი წელი გავიდა და ჩვენ კვლავ გავხდით სამეფო თასის მფლობელები.ჩვენ ეს ძალიან გვახარებს , მაგრამ კლუბის მიზნები უფრო დიდი და ბრწყინვალეა, ამიტომაც ჩვენ ყოველივე ამისთვის მზად ვართ. კლუბი ამ ქალაქის სახელს მსოფლიოს გარშემო სიამაყით ატარებს. მადრიდი–ეს სახელი ჩვენთვის მხოლოდ დასაწყისი როდია, არამედ ის ჩვენთვის ყველაფერია. ყველაფერი აქ სრულდება."
მაიორი ალბერტო რუის გალარდონი
"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ თქვენთან შეხვედრით. მსოფლიოში ვერაფერი ვერ წარმოადგენს მადრიდის ისე, როგორც "მადრიდის რეალი"."
"ვიცი, თუ როგორი ძნელი იყო ეს. თქვენ ჩემპიონები ხართ. ეჭვი არ მეპარება, რომ მომდევნო სეზონში სამჯერ მოგვიწევს თქვენი მასპინძლობა, ვინაიდან მჯერა თქვენი დაწყებული გზა იმ ადგილამდე მიგიყვანთ, რომელიც თქვენს მიზნებში ჯდება. გვინდა იმ დროს თქვენს გვერდით ვიყოთ."
კასილასი:
"მადლობა ყველაფრისთვის. გვინდა ეს სიხარული მადრიდისტებს და მადრიდელებს გავუზიაროთ. თქვენი მხარდაჭერა ჩვენ "გვაიძულებს" რომ კიდევ უფრო და უფრო მეტი ტიტული მოვიგოთ. იმედი გვაქვს, მომდევნო სეზონში აქ ბევრჯერ მოგვიწევს მოსვლა."
რამოსი:
"მადლობა ჩვენს გვერდით ყოფნისთვის. გვინდა კიდევ უამრავი ტიტულის მოგება სწორედ ასე ვიზეიმოთ."
მოურინიო:
"მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!"
ამის შემდეგ, მადრიდისტები გაეშურნენ პეუერტა დელ სოლისკენ , სადაც მათ მადრიდის სამთავრობო შენობაში მის პრეზიდენტ ესპერანსა აგუირესთან შეხვედრა ელოდათ.
ესპერანსა აგუირე:
"მინდა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ სამეფო თასი მადრიდის მთავრობის შენობაში მოიტანეთ. მადლობა იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცით ეს სიხარული თქვენთან ერთად განგვეცადა. კოპა დელ რეი ესპანეთის ყველაზე ძველი თასი და გათამაშებაა და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისთვის, რაც ამ წელს გაწიეთ. იმედი მაქვს ეს იქნება დასაწყისი ტიტულების მოპოვების მხრივ, მჯერა, რომ მომდევნო წელს ბევრ სხვა ტიტულებსაც მოიგებთ."
ფლორენტინო პერესი
"ეს კლუბი მილიონობით გულშემატკივარს ეკუთვნის. ამ კლუბს შეუძლია სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გააერთიანოს. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი გულშემატკივრების გასახარებლად."
კასილასი:
"ეს თასი თქვენ გეკუთვნით. გპირდებით, რომ მომდევნო წელს უკეთესად ვიასპარეზებთ. ჩვენც ეს გვინდა. ეს ასე არ იქნებოდა, რომ არა თქვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა."
რამოსი:
"მადლობა, რომ დღეს ჩვენ გვერდით ხართ. ამ ტიტულის მოგება ძალიან გვინდოდა და ეს მოვახერხეთ კიდეც. ჯერი მომდევნო წელზეა."
კრიშტიანო რონალდუ
"ეს თასი თქვენს გამო მოვიგეთ და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წელს არაერთ სხვა ტიტულსაც დავეუფლებით."
- 11 მაი 2011
- 2 169
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.