კარანკას მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, აიტორ კარანკამ "ხეტაფესთან" შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
"სამეფო კლუბმა ამ სეზონში დაამტკიცა, რომ ერთ მუშტად შეკრული გუნდია, რომელსაც დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. გუნდის თითოეული ფეხბურთელი მოტივირებულია და ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება."
"ბევრს ეგონა, რომ "ბლანკოსი" უმოტივაციოდ იქნებოდა და გუნდის მთავარ ფეხბურთელებს არ ათამაშებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ფეხბურთელებს მონდომება ნამდვილად არ აკლდათ და ვფიქრობ, ბევრმა აზრი შეიცვალა."
"კრიშტიანო რონალდოს შრომა დასაფასებელია, პორტუგალიელი ფეხბურთელი უბრალოდ ფენომენალურად თამაშობს, სხვა ეპითეტი ნამდვილად არ მოიძებნება, რადგან იგი მართლაც ბრწყინვალეა. ამ სეზონში პორტუგალიელ შემტევს შთამბეჭდავი ციფრები აქვს, ნებისმიერი ფეხბურთელი იოცნებებდა მსგავს შედეგზე."
"აქ ყოველთვის ერთი ფაქტორი მოქმედებს. როდესაც გაცვია მადრიდის "რეალის" ფორმა, იქ არ შეიძლება მოტივაციის გარეშე დარჩენა და ამას ფეხბურთელები შესანიშნავად აცნობიერებენ, რთულია ამ გუნდის მაისურით ცუდად და უმოტივაციოდ თამაში, რადგან "ბლანკოსი" სულ სხვა განზომილებაა. აქ ბრწყინვალე, მეგობრული ატმოსფერო სუფევს, რომლითაც წარმატება მიიღწევა."
"მეხიასის დებიუტი შეხვედრის დაწყებამდეც იყო გადაწვეტილი, ამ ახალგაზრდამ დაუღალავი შრომით მიაღწია ძირითად გუნდში მოხვედრას და მას "ბერნაბეუზე" გასვლის შანსიც მიეცა, ახალგაზრდა მოთამაშისთვის ეს დიდი სტიმული იქნება."
- 11 მაი 2011
- 2 117
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.