Hoş geldiniz Madrid Nuri
როგორც იცით, მადრიდის ”რეალმა” თავის რიგებში გერმანელ-თურქი ფეხბურთელი, ნური შაჰინი ჩარიცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ნახევამრცველი 22 წლისაა, მის სახელს არა ერთი მიღწევა უკავშირდება.აქედან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შაჰინი ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როდესაც თავისი პირველი გოლი გაიტანა ბუნდეს ლიგაში.აღნიშნული ბურთი, გერმანიის ჩემპიონატში ყველაზე ”ახალგაზრდა” გამოდგა.
ასევე მოკლედ გეტყვით იმის შესახებ, რომ ნური 1988 წლის 5 სექტემბერს დაიბადა, გერმანიის ქალაქ ლაუდენშეიდში.ის 2001 წელს მივიდა დორტმუნდის ”ბორუსიას” აკადემიაში, ხოლო 2005 წელს კი პირველი თამაში ჩაატარა ეროვნულ ჩემპიონატში.
შეიძლება ითქვას, რომ შაჰინი წარმატებით ასპარეზობს თურქეთის ნაკრებშიც.ეროვნულამდე, ნურიმ ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 17 წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე კი ბრაზილიასთან დამარცხდა 1/2 ფინალში (აღნიშნული ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ ის).რაც შეეხება თურქეთის პირველ ნაკრებს, ნახევამრცველმა მისი გემო 2005 წელს გაიგო.ფეხბურთელმა სადებიუტო დაპირისპირებაში გოლის გატანაც მოახერხა და ამჯერად სამშობლოში გახდა ყველაზე ”ახლგახრდა” გოლის ავტორი.
შაჰინი 2007-2008 წელს ”ფეინორდში” გაანათხოვრეს და დორტმუნდში მიმდინარე სეზონში დააბრუნეს.მას ”ბორუსიას” მაისურით 135 შეხვედრა და 13 გოლი დაუგროვდა.აღსანიშნავია, ნურის ღვაწლი დორტმუნდელების წლევანდელ ბუნდეს ტიტულში (6 გოლი და 8 გადაცემა).
წარმატებები ვუსურვოთ ნურის !
- 10 მაი 2011
- 3 385
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.