შაჰინი : "ჩემი გადაწყვეტილება არ იყო იოლი"
მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, ნური შაჰინმა სამეფო კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდს უკვე მისცა პატარა ინტერვიუ...
"ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, რადგან დორტმუნდის ბორუსია ბრწყინვალე გუნდია, გერმანიაში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, რადგან აქ ყველა პატივს მცემს და ყველას ვუყვარვარ, მაგრამ რთულია უარი უთხრა ისეთ გუნდს როგორიც "ბლანკოსია", ესპანურ გუნდში გადასვლით უდიდესი ნაბიჯი გადავდგი."
"ფულის გამო არ გადმოვსულვარ "რეალში", რადგან მადრიდში სულ სხვა ფასეულობებია. ამ გუნდს უდიდესი ისტორია და ტრადიციები აქვს, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელს მიიზიდავს, "ბლანკოსს" სათავეში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი უდგას, მასთან ერთად მუშაობა რა თქმა უდიდესი გამოწვევა და გამოცდილების მიღება იქნება."
- 9 მაი 2011
- 3 561
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.