რონალდუ რეკორდთან ახლოსაა
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ გუშინ "სევილიას" 4 გოლი გაუტანა და ამით იგი "პრიმერას" ბომბარდირთა დავას 34 გოლით ლიდერობს (Marca–ს ვერსიით), თუმცა ამ ფაქტში საინტერესო ისაა, რომ პორტუგალიელს რეალურად შეუძლია მოხსნას უგო სანჩესის მიერ დამყარებული რეკორდი.
"სამეფო" კლუბის ლეგენდამ მექსიკელმა უგო სანჩესმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა "ლა ლიგაში" და გაიტანა 38 გოლი, რაშიც იგულისხმება 100%–იანი შედეგი. გუშინ "რეალის" უდაო ლიდერმა რონალდუმ პოკერი შეასრულა, რის შემდეგაც ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს 34 გოლით, ხოლო უკანასკნელი მდევარი ლიონელ მესი მას სამი გოლით ჩამორჩება, შესაბამისად მადრიდელთა 7 ნომერი ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ მიიღოს "პიჩიჩი", რომელსაც ესპანური ჟურნალი Marca გადასცემს გამარჯვებულს. იმ შემთხვევაში, თუ კრიშტიანუმ მოახერხა კიდევ 4 გოლის გატანა, მაშინ იგი მოხსნის რეკორდს და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მორიგ კვალს დატოვებს.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 8 მაი 2011
- 5 479
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.