"ბორუსია" ორშაბათს თანხმობას განაცხადებს
დორტმუნდის "ბორუსია" ორშაბათს თანხმობას განაცხადებს ნახევარმცველის, ნური შახინის "რეალში" 10 მილიონ ევროდ გაშვებაზე.
გერმანიაში დაბადებულ თურქ ნახევარმცველს აქვს კონტრაქტში პუნქტი, რომლის თანახმადაც მას "სიგნალ იდუნა პარკ"-ის დატოვება 10 მილიონ ევროდ შეუძლია, თუ წინადადება არაგერმანული გუნდისაგან იქნება შემოსული.
22 წლის ახალგაზრდა ნახევარმცველმა თავისი გუნდის ბუნდესლიგის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მთელი სეზონის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
იურგენ კლოპი უკვე შეეგუა ლიდერის გაშვებას და მისი შემცვლელის ძიებაშია, მთავარ კანდიდატად "ნურნბერგის" ნახევარმცველი ილკაი გუნდოგანი მიიჩნევა
- 7 მაი 2011
- 2 699
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.