შესაძლოა "რეალის" ისტორია ქართველის ხელით დაწერილიყო !!!
თუ რაზეა საუბარი დაწვრილებით იხილეთ სრულიადში !!!
მიხეილ მესხი დაიბადა 1937 წლის 12 იანვარს. თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლის აღზრდილი იყო პოზიციით თავდამსხმელი. თბილისის ”დინამოში” თამაშობდა 1955-69 წლებში. 1970 წელს იცავდა თბილისის ”ლოკომოტივის” ღირსებას. საკავშირო ჩემპიონატების 285 მატჩში გაიტანა 53 გოლი, თასის 18 შეხვედრაში 5 ბურთი, ხოლო 53 საერთაშორისო მატჩში გატანილი აქვს 18გოლი. მიხეილ მესხი 1964 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და მოპოვებული აქვს ბრინჯაოს 3 მედალი. ექვსჯერ შედიოდა ”33 საუკეთესოთა” შორის და ექვსივეჯერ პირველ ნომრად იყო წარდგენილი. 1965 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. მიხეილ მესხი ევროპის თასის გამარჯვებულია. მონაწილეობდა 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში და 1966 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩებში. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. მიწვეული იყო ფიფა-ს ნაკრებში. 1970 წლიდან ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ საფეხბურთო სკოლა ”ავაზას”. მიხეილ მესხი 1991 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა. 1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის "საოცნებო გუნდის" წევრად დაასახელეს. მიხეილ მესხის სახელს ატარებს თბილისის ვაკის სტადიონი.
ქართველი ფორვარდის შთაგონების წყაროს, რაღა თქმა უნდა, გარინჩა წარმოადგენდა. მისი ფინტების ნახვის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელი რაღაც უხილავმა ძალამ შეიპყრო. ეს ძალა კი მოგვიანებით მთელ ხელოვნებად მოევლინა საფეხბურთო სამყაროს. მიხეილ მესხი ბურთთან ინდივიდუალურ ვარჯიშს დიდ დროს უთმობდა. ამაში მას მწვრთნელებიც ხელს უწყობდნენ.საფეხბურთო ფინტის გამოსაგონებლად მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ყველა შესაძლებლობები ამოწურული გახლდად. ამისათვის საჭირო იყო ვირტუოზული ნიჭის და ტექნიკის ფლობა. მიხეილ მესხი საკუთარი საფირმო ფინტით საფეხბურთო ისტორიაში, როგორც მისი დამაარსებელი, ისე შევიდა. გეპარდის სისწრაფე, კატისებური მოქნილობა - ასე აფასებდნენ მის შესაძლებლობებს სპეციალისტები.
მსოფლიოს არ ახსოვს, რომ რომელიმე ცნობილი ფეხბურთელის ფინტები ან სხვა საოცარი საფეხბურთო ილეთები გადაეღოთ კინო ან ფოტოებზე და ეჩვენებინათ, ამასთან დაკავშირებით გვახსენდება იმდროინდელი ჟურნალი "სპორტივნიე იგრი", სადაც მთელ ორ გვერდზე მოთავსებული იყო მიხეილ მესხის საფირმო კასკადური ფინტები სათაურით - "მესხის ფინტები". ეს იყო ფოტოკადრები, რომლებიც თანმიმდევრულად იყო გადაღებული და წარმოადგენდა სასწავლო-საჩვენებელ სახელმძღვანელოს. მაგრამ მას შემდეგ გავიდა საუკუნის მესამედზე მეტი და უნიკალური ფოტოკადრებით ვერავინ ისწავლა მიშა მესხის განუმეორებელი ფანტები და ისინი დღემდე განუხორციელებელ ოცნებადაა დარჩენილი.
სხვათა შორის, მიხეილ მესხი დიდ ფეხბურთში ჭიდაობიდან მოვიდა. არ იქნებოდა მესხი — ფეხბურთელი, რომ არ ყოფილიყო მისი კბილა ბიჭი ჯემალ შენგელია, ჭიდაობის სექციაში ვარჯიშის დროს ხელი რომ მოსტეხა მიშას. ეს შემთხვევა რომ არა, მიშა ჭიდაობას გაჰყვებოდა და ალბათ ვერასოდეს ვნახავდით მიხეილ მესხს — ფეხბურთელს.
მოგეხსენებათ ეს საბჭოთა კავშირის დროა, პერიოდი როცა ყველას და ყველაფერს აკვირდებიან და ცდილობენ არაფერი გაექცეთ მართვის სადავეებიდან, აგრეთვე აკრძალულია საზღვარგარეთ გასვლა ათასი ბიუროკრატიული ინსტანციის გავლის გარეშე. ფეხბურთელებიც ვერ სარგებლობდნენ ასეთი პრივილეგიებით და მათ გაყიდვაზეც ხომ საუბარი ზედმეტია... იმ დროინდელი "რეალის" მესვეურები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ მიხეილ მესხს და როცა გადაწყვიტეს, რომ ამ ფეხბურთელის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა, სწორედ მაშინ მიიღეს მტკიცე უარი კომუნისტური ხელისუფლებისაგან... ეს რომ არ მომხდარიყო "სამეფო კლუბის" ისტორია ქართველის "კალმით" შეიქმნებოდა და ვინ იცის, რა მომავალი ელოდა შემდგომ საქართველოს ფეხბურთს ასეთი აღიარების მერე !!!
- 7 მაი 2011
- 5 423
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.