კარანკა: "ვამაყობ, რომ მოურინიოს გვერდით მიწევს მუშაობა"

აიტორ კარანკამ "სევილიასთან" შეხვედრასა და უეფას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"ვერავის ვერ წარმოედგინა, თუ როგორ შეიძლება ადამიანის ასეთი გზით დისკვალიფიკაცია, მითუმეტეს მაშინ, როცა არ იცი დისკვალიფიკაციის მიზეზი. კლუბმა უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მოურინიოს შეუძლია საკუთარი თავი დაიცვას."

"ვფიქრობ, მთავარი მწვრთნელი გრძნობს საკუთარი კლუბის სრულ მხარდაჭერას. პირადად ჩემთვის–მოურინიოს გვერდით მუშაობა პრივილეგიაა, მე ამით ძალიან ვამაყობ. ბოლო თვეების განმავლობაში ეს გრძნობები კიდევ უფრო გაიზარდა. მე კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და არანაირი მიზეზი არ მაქვს , რომ რამეზე ვინერვიულო. ვიმედოვნებ აქ კიდევ დიდი ხნის მანძილზე დავრჩები."

"ძირითადი შემადგენლობა, რომელიც "სევლისიასთან" მოედანზე გამოვა, მხოლოდ მოგებაზე იქნება ორიენტრირებული. პირველივე წუთებიდან ძლიერ ფეხბურთელებს გამოვიყენებთ. ბილბაოში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ასევე კარგად ვიმუშავეთ ვალენსიაში. სამწუხაროდ ვერ შევძელით "სარაგოსას" დამარცხება. ამ კლუბის თითოეული ფეხბურთელი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია."

"ბენზემას არ გამოყენება მოედანზე "ბარსელონას" წინააღმდეგ ატარებს ტაქტიკურ და ტექნიკურ ხასიათს. ის კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. გვიხარია, რომ ის ჩვენს რიგებში გამოდის. მან მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრი ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. კარიმი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და რაც მთავარია, ის პროგრესირებს. ბენზემა–"მადრიდის რეალის" მომავალია."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)