"რეალი" ფაბრეგასის შესაძენად 40 მილიონ ევროს ამზადებს

ახლოვდება საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარა. როგორც მედია-პრესა იუწყება ზაფხულში "რეალი" მნიშვნელოვანი ტრანსფერების გაკეთებას გეგმავს. ამჯერად ბრიტანული პრესა იუწყება, რომ მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე "არსენალის" ვარსკვლავი ცესკ ფაბრეგასი იქნება.

როგორც ბრიტანული პრესა იუწყება ფლორენტინო პერესი მზადაა ცესკ ფაბრეგასში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. იუწყებიან, რომ მადრიდის "რეალის" უმთავრესი სამიზნე სწორედ ცესკ ფაბრეგასია. მოურინიოს ძალიან სურს მისი შეძენა, რადგან მისი აზრით იგი ჩაბი ალონსოს საკმაოდ კარგად შეუწყვილდება.

ჟოზე მოურინიოს თქმით, სწორედ ფაბრეგასია ის ფეხბურთელი რომელიც ცენტრში უპირატესობის მოპოვებაში კარგად დაეხმარებოდა.

თვითონ ფეხბურთელი აცხადებს, რომ მისი სურვილი "ბარსელონაში" დაბრუნებაა. თუმცა არის იმის შანსები, რომ ფეხბურთელი მადრიდის "რეალში" აღმოჩნდეს.

ინფორმაციის წყარო: Marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)