"ბარსელონა" 1-1 მადრიდის "რეალი"
თეთრები იბრძვიან მატჩის შემოტრიალებისთვის; მარსელო უტანს გოლს შეუბრალებელ მხარეს
გუშინ კარანკამ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" 109 წელი არსებობს და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. და მათ ასეც ქნეს. ყოველი მოთამაშე ბოლომდე იბრძოდა მატჩის შემოტრიალებისათვის მას მერე რაც პირველ მატჩში პეპე მსაჯმა უსამართლოდ გააგდო მსაჯმა. იგუაინმა გაიტანა გამხსნელი, მაგრამ ეს გოლი არ ჩათვალა დე ბლეკერემ, რადგანაც მან მიიჩნია, რომ კრისტიანო რონალდომ, რომელიც პიკემ წააქცია და ინერციით დავარდნილი მასკერანოს შეეჯახა, წესები დაარღვია.
მაურინიომ გადაწყვიტა კაკასა და იგუაინის ძირითადში დაყენება, რათა მომატებულიყო გოლის გატანისა და ხშირი პასების შანსები. თეთრები ზეწოლას დაწყებიდანვე ახდენდნენ, დარბოდნენ რათა დაეფარათ თავისუფალი სივრცეები. "ბარსელონას" მოთამაშეებს ყველგან დასდევდნენ. ამან დააბნია ადგილობრივები პირველ წუთებში; მადრიდის "რეალის" მცდელობა, "კამპ ნოუს" გამორჩეულად სწრაფ მინდორზე, იყო არაჩვეულებრივი. ამ ყველაფერმა გამოიწვია ლასისა და ხაბი ალონსოს დაცვაში თამაში.
პირველ ნახევარს საათში არცერთ მხარეს არ ჰქონია გოლის გატანის შანსები, მაგარმ ბოლო 15 წუთში ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ბარსელონამ ოთხჯერ შეუტია სახიფათოდ მესის (ორჯერ), ვილიასა და პედროს წყალობით, რამაც იძულებული გახადა კასილიასი გამოევლინა თავისი პროფესიონალიზმი. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალი" ალყაშემორტყმული იყო გვარდიოლას მოთამაშეებით, ის მაინც ცდილობდა გოლის გატანას და ამის ყველაზე რეალური მომენტი პირველ ნახევარში, ჰქონდა კრისტიანო რონალდოს, რომელმაც გამჭოლი გადაცემა გააკეთა საჯარიმოს ცენტრში, სწრაფი კონტრშეტევის მერე, მაგრამ ვალდესმა დი მარიას დაასწრო.
საკამათო ეპიზოდი შეიქმნა მეორე ნახევრის მესამე წუთზე: კრისტიანო რონალდო წააქცია პიკემ და, რადგანაც ის მინდორზე დავარდა ინერციით დაეჯახა მასკერანოს, რომელიც ასევე წაიქცა, ამასობაში კი იგუაინი ბურთს დაეუფლა და გაიტანა კიდევაც გოლი. მსაჯმა დე ბლეკერემ არ ჩათვალა გოლი, რადგანაც გადაწყვიტა რონალდო დაეჯარიმებინა წესების დარღვევისათვის "ბარსელონას" მცველის წინააღმდეგ. ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ექვსი წუთის შემდეგ მოჰყვა "ბარსელონას" გოლი, რომელიც გაიტანა პედრომ ინიესტას პასის წყალობით.
შემდეგ ადებაიორი შემოვიდა იგუაინის ნაცვლად, 60-ე წუთზე კი ოზილმა კაკა შეცვალა. მადრიდი სულ ცდილობდა გოლის გატანას. დი მარიამ ბურთი ძელს გაარტყა, ბურთი გამოვარდა და დი მარიას ფეხებთან დაეცა, მან კი პასი მარსელოს გაუკეთა, რომელმაც აჯობა ვალდესს და გოლი გაიტანა. "კამპ ნოუ" გაჩუმდა და თამაში გაგრძელდა. მადრიდისტებს 26 წუთი ჰქონდათ თამაშის შემოსატრიალებლად და ისინი ცდილობდნენ მეტი გოლების გატანას. ამასობაში კი "ბარსელონა" ცდილობდა ბურთის დაჭერას, რათა მადრიდისთვის ნაკლები სივრცე მიეცა, და გვარდიოლამ თავდამსხმელი ვილია შეცვალა კეიტათი, რათა ნახევარდაცვას ძალა შეჰმატებოდა.
დრო გადიოდა და მადრიდის "რეალს" ორი გოლი ჭირდებოდა. "ბარსელონა" მატჩის დასრულებას მოედნის საკუთარ ნახევარზე ელოდა და ის კონტრშეტევაზე თამაშობდა. ფინალში მიღწევის ოცნებამ ნენლნელა ჭკნობა დაიწყო, მაგრამ მადრიდის "რეალმა" გაამართლა 109-წლიანი ისტორია და ბოლომდე იბრძოლა.
წყარო: realmadrid.com
- 5 მაი 2011
- 3 197
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.