რონალდოს მატჩის შემდგომი კომენტარი
რონალდო აკრიტიკებს მსაჯებს...
"იგუაინის გოლი უნდა ჩათვლილიყო. პიკემ მე მკრა ხელი, რის გამოც დავეცი და შევეხე მასკერანოს."
"გუნდი დამწუხრებულია, მაგრამ ვიცოდით, თუ რა დაძაბული მატჩიც გველოდა. ამ მატჩს შეიძლება დაერქვას: შეუძლებელი მისია IV. კიდევ ერთხელ, ეს იყო რეფერი, რომელმაც არ დაგვაცალა ფინალში გასვლა. ვიცოდით, რომ "ბარსელონას" დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ მსაჯმა ამის საშუალება არ მოგვცა. იგუაინის გოლი უნდა ჩათვლილიყო, რადგან პიკემ მე მკრა ხელი, რის გამოც დავეცი და შევეხე მასკერანოს. არგენტინელი ინგლისში ასე კარგად არ ეცემოდა ხოლმე მინდორზე, მაგრამ როგორც ყველა მოწინააღმდეგე გუნდის წევრმა, ისე მანაც შეისწავლა ეს ცუდი თვისება."
"პირველ მატჩში მსაჯმა წაგვართვა ფინალში თამაშის შანსი. ვიცოდით, რომ თუ პირველ გოლს გავიტანდით, მაშინ ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა. ეს ყველაფერი ნამდვილად არ ამშვენებს ფეხბურთლს. სანამ რაიმე არ შეიცვლება, ჩვენ შეგვიძლია დავჯდეთ სახლში და ვუყუროთ, თუ როგორ თამაშობს "ბარსელონა" მარტოდ მარტო."
""ბარსელონა" მოედანზე ძლიერია, მაგრამ პირველი მატჩი 0-0 დასრულდებოდა, რომ არა ალვეშის საქციელი. "ბერნაბეუზე" ნათამაშები 0-0 და გასვლაზე ნათამაშები ფრე კი, ჩვენ მოგვცემდა ფინალში გასვლის შანსს. როგორც ყველამ დაინახა, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა არ არის. ჩვენ მოვიგეთ კოპა დელ რეი სამართლიანი თამაშით. ვერ ვგრძნობდი, რომ "ბარსელონა" ჩვენზე ძლიერი იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მათ მსაჯები დიდ დახმარებას უწევენ."
წყარო: Www.Realmadrid.Com
- 4 მაი 2011
- 7 234
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.