"ბარსელონა"–"რეალი" (პრევიუ)
როგორც მოგეხსენებათ, დღეს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა, რომელშიდაც ერთმანეთს მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონის" მოთამაშეები დაუპირისპირდებიან.
სეზონი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და დაძაბულობაც კულმინაციას აღწევს. ამჯერად მორიგი "ელ კლასიკო" კატალონიაში – "ნოუ კამპის" შესანიშნავ არენაზე გაიმართება, სადაც "ბლაუგნარას" მხარდაჭერა არ დააკლდება.
დანაკლისები ორივე გუნდშია, თუმცა მცირე ოდენობით. მადრიდის "რეალს" ვერ დაეხმარება სამი ხედირა, ხოლო კატალონიის "ბარსელონას" ადრიანო, რომელსაც სავარაუდოდ ისევ ხავიერ მასკერანო შეცვლის. ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდს დაუბრუნდა ერიკ აბიდალი.
მწვრთნელების მოსაზრება:
ჟოზეპ გუარდიოლა:"თამაშს ნამდვილად არ ჩავკეტავთ, აუცილებლად შევუტევთ, ვინაიდან ორ ბურთიანი სხვაობა არ ნიშნავს იმას, რომ უკვე ფინალში ვიმყოფბით. მეტოქე კი უაღრესად დიდ ხიფათს წარმოქმნის, თუმცა ჩვენ ჟოზე მოურინიოს შეგირდების შეჩერება შეგვიძლია. წინ დიდი ბრძოლა გაიმართება, სადააც უძლიერესი დამსახურებულად გაიმარჯვებს".
ჟოზე მოურინიომ წინასამატჩო პრესკონფერენცია არ გამართა, მაგრამ მის ნაცვლად ეტორე კარანკამ ისაუბრა:"ფეხბურთი მოულოდნელობით არის აღსავსე, რაშიც ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და არაფერს დავიშურებთ, რათა "უემბლისკენ" ავიღოთ გეზი, სადაც მოხვედრა რა თქმა უნდა გმირობის ტოლფასი იქნება".
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 3 მაი 2011
- 2 610
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.