"Real"–ური ბიჭები

«..."მადრიდის რეალის" გერბის უკან უამრავი მნიშვნელოვანი და ხელშეუხებელი ფასეულობები დგას, ამიტომაც ყველა ჩვენგანი მოხარულია, რომ გვაქვს პატივი დავიცვათ იგი ყველგან და ყოველთვის. ღმერთმა ქნას, მომავალშიც მოგვეცეს ჩვენი კლუბის ღირსეულად წარმოჩენის საშუალება..."–ფრან რიკო, კანტერანო.

"Real"–ური ბიჭები


ინიაკი ბენე–ძლიერი ბიჭია. ბევრს არ შესწევს ძალა გადაიტანოს და გაუმკლავდეს მასეთ უბედურებას. აი, უბრალოდ წარმოიდგინეთ: ათი წელი ემზადები იმისთვის, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდე და უცბად, თვრამეტი წლის როცა ხარ, ყველაფერი ერთ მომენტში თავზე გენგრევა. ტრავმა და "game is over". რთულია? ეს არაა ის სიტყვა, რომელიც ამ სიტუაციას აღწერს, მაგრამ მან მოახერხა და დაუბრუნდა საყვარელ საქმიანობას–ფეხბურთს, მერე რა რომ არა ფეხბურთელის რანგში. თავიდან მიიღო ფიზკულტურის მასწავლებლის დიპლომი, შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობაც შეისწავლა. ამჟამად ის ოცდაათი წლისაა და "მადრიდის რეალის" აკადემიის U13 წლამდე ბავშვებთან მუშაობს. სწორედ ეს ადამიანი გაგვაცნობს "მადრიდის რეალის" აკადემიას.

"Real"–ური ბიჭები


"მადრიდის რეალის" აკადემია შედგება 13 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისგან: დაწყებული 7-8 წლიანებით და დამთავრებული 17-18 წლიანებით, ამჟამად აკადემიის ყველაზე ახალგაზრდა წევრები 2002 წელს დაბადებულები არიან, ყველაზე ასაკოვნები კი–1992 წელს დაბადებულები. ბავშვებთან მუშაობს 37 მწვრთნელი. ორ–ორი თითო გუნდზე. ამას დამატებული კიდევ რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც ინდივიდუალურად ფეხბურთელებთან მუშაობენ. ცამეტივე გუნდთან მუშაობს სამი მეკარეების მწვრთნელი და რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც ასწავლიან ტექნიკის დახვეწასა და მუშაობენ ფეხბურთელებთან ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის გავლის დროს. ყველა მწვრთნელი, რომელიც მუშაობს "მადრიდის რეალის| საბავშვო–ახალგაზრდულ ნაკრებებთან ფლობს ლიცენზია Nivel 3–ს – ასეთი ლიცენზია მის მფლობელს აძლევს საშუალებას სათავეში ჩაუდგეს პრიმერა დივიზიონის ნებისმიერ გუნდს.

"Real"–ური ბიჭები


"Real"–ური ბიჭები


"Real"–ური ბიჭები


"სპორტული ქალაქი", ჩვენი ენით რომ ვთქვათ, "მადრიდის რეალის" ბაზა, აშენებულ იქნა შვიდი წლის წინ, 2004 წელს. თუ რა დაჯდა ბაზის მშენებლობა უცნობია და არ ხმაურდება: ადგილობრივი ფუნქციონირები ამბობენ, რომ მისი მშენებლობა 100 მლნ. ევრო დაჯდა, მაგრამ თავადვე აღნიშნავენ, რომ ამ თანხის რაღაც ნაწილი "სანტიაგო ბერნაბეუს" მოდერნიზაციას მოხმარდა. ამჟამად "ქალაქში" ვარჯიშობს "მადრიდის რეალის" ყველა გუნდი, დაწყებული პირველი/ძირითადიდან დამთავრებული იმ გუნდით, რომელში 8 წლის ბავშვები გამოდიან. აქვე არის არც თუ ისე დიდი სტადიონი, რომელიც ალფრედო დი სტეფანოს სახელს ატარებს. სწორედ ამ სტადიონზე მართავს საკუთარ შეხვედრებს მეორე გუნდი. საერთო ჯამში, ფეხბურთელების განკარგულებაშია 9 სრულმაშტაბიანი სტადიონი (ხუთი ბუნებრივი და ოთხი ხელოვნურსაფარიანი), მინი ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნები და განცალკევებული ზონა, რომელიც მეკარეების სავარჯიშოდ გამოიყენება. იქვეა განთავსებული სამედიცინო და აღმდგენ–გამაჯანსაღებელი ცენტრი. რაც მთავარია, "ქალაქში" არსებობს შენობა, რომელშიც "მადრიდის რეალის" აკადემიის აღსაზრდელები ცხოვრობენ, რომლებიც მადრიდში უცხოეთიდან ან ესპანეთის სხვადასხვა პროვინციებიდან ჩამოვიდნენ.

ბაზაზე არსებობს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელიც საერთო საქმეებს კურირებს, არიან სპეციალური კონსულტატები, რომლებიც თამაშის წესების შესახებ ატარებენ სალექციო კურსებს. იგივე ადამიანი ასწავლის მომავალ ფეხბურთელებს სამართლიან, კორექტულ დამოკიდებულებას მსაჯებისა და მათი გადაწყვეტილებების მიმართ. რა თქმა უნდა, აქვე არიან ექიმები და მასაჟისტები. ცალკე გამოყოფილია ინტეგრაციის დეპარტამენტი-იქ მუშაობენ მასწავლებლები/აღმზრდელები, რომლებიც პასუხს აგებენ ახალი ფეხბურთელის გარემოსთან მაქსიმალურ ადაპტაციაზე. პირველ რიგში ეს ეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები, ან თუნდაც ესპანელებს, რომლებიც მადრიდიდან მოშორებით ცხოვრობენ და რომლებსაც უწევთ მშობლებისგან შორს აკადემიაში ცხოვრება. ამჟამად ბაზაზე ასეთი 40 ადამიანი, აქედან ყველაზე ახალგაზრდები 14 წლისანი არიან. იპოვიან რა საინტერესო და ნიჭიერ ბავშვს, სკაუტები მას თვალყურს ადევნებენ , მაგრამ მადრიდში 14 წლის შესრულებამდე არაფრის დიდებით არ გადაიყვანენ საცხოვრებლად. კლუბში თვლიან, რომ ამ ასაკის მიღწევამდე ბავშვის მოწყვეტა ჩეულებრივი ცხოვრებიდან და მშობლებისგან არაჰუმანურია.

"Real"–ური ბიჭები

"Real"–ური ბიჭები

"Real"–ური ბიჭები


კანტერას შიგნით შენობები ზონების მიხედვითაა დაყოფილი. რომელი შენობა ვის ეკუთვნის ამის გაგება ადვილად შეიძლება ფერების მიხედვით, რომლითაც გაწყობილია გასახდელები და მისი მსავსი ოთახები. ყვითელი ფერი–ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელებისაა , რომლებიც 8-დან 13 წლამდე არიან. 13-დან 18 წლამდელების ლურჯ ფერებშია. ორმოცივე ბავშვი , რომლებიც აქ მუდამ ცხოვრობენ დადიან ძალიან კარგ კერძო სკოლაში, რომელიც არც თუ ისე იაფია. თითოეულ თავის აღსაზრდელზე "მადრიდის რეალი" წელიწადში 30 ათას ევროს იხდის. ეს მხოლოდ განათლებაზე. ისინი სხვა ყველაფრითაც არიან უზრუნველყოფილნი. სამწვრთნელი შტაბი ცდილობს ბავშვებს ჩაუნერგოს ის ღირებულებები, ფასეულობები, რომლებიც ამ კლუბის მთავარი იარაღია. მაგალითისთვის, ყოველ ხელახლა მიღებულ ბავშვს ჩუქნიან წიგნს "მადრიდის რეალის" ისტორიის შესახებ, ხოლო მეორე წიგნს კი ჩუქნიან მშობლებს–იქ სხვადასხვა სახის რჩევებია: კვებაზე, აღზრდაზე... ჩვენი მთავარი რჩევაა-ბავშვთან ალერსიანი უნდა იყოთ.

კლუბის აღსაზრდელებს ყოველთვიურ სტიპენდიებს არ აძლევენ, მაგრამ თუ ბავშვს გარკვეული ე.წ. "ჯიბის ფული" ჭირდება ისინი ამას იღებენ. ამისთვის საჭიროა უბრალოდ მიხვიდე აღმზრდელთან და განუმარტო, რისთვის გინდა ფული. თუ შენ ნათლად აუხსნი ყველაფერს და აღმზრდელი ჩათვლის, რომ შენ მიღებულ ფულს გონივრულად მოიხმარ, მაშინ შენ მას მიიღებ.

"Real"–ური ბიჭები

"მადრიდის რეალი" ბაზა. ერთ–ერთი ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის კაბინეტი.

"Real"–ური ბიჭები

"მადრიდის რეალის" ბაზა. კანტერას შენობა. სავარჯიშო დარბაზი "ლურჯ" ზონაში. "ყვითელში" ასეთი არ არის. აღსაზრდელების ათლეტურ მონაცემებზე ყურადღების გამახვილებას აქ მას შემდეგ იწყებენ, რაც აღსაზრდელს თხუთმეტი წელი შეუსრულდება. და მანამდე? მანამდე როგორც თავად ამბობენ, ბავშვები "უბრალოდ თამაშობენ ფეხბურთს."


"მადრიდის რეალის" სკაუტები , აკვირდებიან რა ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს, ყურადღებას ამახვილებენ შემდეგ საკითხებზე: პირველი–მოთამაშის ტექნიკური არსენალი. მეორე–თუ რამდენად უჭრის გონება. რამდენად შეუძლია მოედანზე გადაწყვეტილებების მიღება. მესამე-ხასიათი, თავდაუზოგავი შრომის შესაძლებლობა, სურვილი, გარკვეული წინააღმდეგობების გადალახვის უნარი. ასაკების მიხედვით ამ კრიტერიუმების თანმიმდევრობა იცვლება. თუ ათი წლის ბავშვზე დაკვირვებისას პირველ ადგილზე დგას მისი ტექნიკური მონაცემები, შედარებით ასაკობრივის შერჩევისას ყურადღებას სხვა ორ ფაქტორზე ამახვილებენ.

"Real"–ური ბიჭები

"Real"–ური ბიჭები

აღზრდის ერთ-ერთი ხერხი. აი მაგალითად, ცნობილი მექსიკელი არბიტრის ბენიტო არმანდო არჩუნდიას გამონათქვამი, რომელიც განთავსებულია კანტერას "ფოიეში" საწვრთნელი ვარჯიშების განრიგისა და ბუცების სხვადასხვა მოედნის საფრებისთვის არჩევის ინტრუქციის გვერდით. "მამაჩემმა შესანიშნავად იცოდა თუ რაოდენ მძაფრია კონკურენცია სპორტის სამყაროში. ის ამბობდა: "თუ შენ ეს სფერო აირჩიე, მაშინ მოემზადე საბრძოლველად, რათა გახდე საუკეთესო. შენ ხომ არ გინდა, რომ იყო ერთი ბევრთაგან."

აკადემიაში მუშაობს 12 სკაუტი, რომლებიც აკვირდებიან პერსპექტიულ ბავშვებს მადრიდში.12 ადამიანი–მხოლოდ აქ. კიდევ დამატებით 19 დაკავებული არიან ანალოგიური საქმით, ოღონდ ესპანეთის სხვადასხვა პროვინციებში. და ბოლოს, არის კიდევ 11 სპეციალისტი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ნიჭიერი ფეხბურთელების მოძებნაში საზღვარგარეთ. სწორედ ამ ადამიანის დახმარებით მოხვდნენ აქ ეს ბავშვები. სხვა გზებიც არაა გამორიცხული. თუ ვინმე თვლის, რომ მის შვილს, შვილიშვილს, ნათესავს აქვს საკმარისი ნიჭი კარგი ფეხბურთელობისთვის, შეუძლია მიაწოდოს კლუბს ინფორმაცია ოფიციალური საიტის მეშვეობით. მას აუცილებლად დაუკავშირდებიან.

"Real"–ური ბიჭები

"Real"–ური ბიჭები

"მადრიდის რეალის" ბაზა. სავარჯიშო მოედანი.

ნაწყვეტი იანკი ბენეს ინტერვიუდან


- თქვენ ლაპარაკობთ "მადრიდის რეალის" ფასეულობებზე. ფასეულობებზე, რომელთა მიტანასაც თქვენ ცდილობთ თითოეულ ბავშვამდე, რომელიც აქ იზრდება. რაში გამოიხატება ეს ღირებულებები? ნუ, გასაგებია, რომ დიდი ისტორია და ა.შ.

- მთავარი ღირებულება თავად თამაშია. ჩვენ თამაშზე უფრო მეტს ვფიქრობთ, ვიდრე შედეგზე. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ კარგი თამაშის პირობებში შედეგი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა. აი, ცუდი თამაშის დროს, კი შედეგი ერთხელ იქნება, შეიძლება ორჯერაც, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დაირღვევა და დაიშლება და ეს სავსებით კანონზომიერი იქნება. ვცდილობთ, რომ სწორედ ეს აზრი ჩავუნერგოთ ჩვენს ბავშვებს. ჩვენ არ გვინდა მოგება ნებისმიერ ფასად. ჩვენ გვინდა მოგება, რომელიც მიიღწევა კარგი, სანახაობრივი თამაშით. აი მგალითად: არც თუ ისე შორეულ წარსულში, ჩვენი გუნდი, რომელშიც 12-13 წლის ბავშვები თამაშობდნენ, ერთ–ერთ ტურნირზე ფინალში გავიდა, სადაც "ბარსელონელ" თანატოლებს დაუპირისპირდით. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ თერთმეტმეტრიანებით. აი, სწორედ ამის შემდეგ, პერესი და ვალდანო მოვიდნენ ჩვენ ბავშვებთან გასახდელში და მიულოცეს ისე, თითქოს მათ გაემარჯვოთ. მათ ბავშვებს ერთი რამ უთხრეს, რომ ყველაზე უარესი ის იქნებოდა, თუ ცუდად ითამაშებდნენ და მოიგებდნენ.

- "ბარსელონაში" გვითხრეს, რომ ბავშვები, რომლებიც მათთან იზრდებიან, თავიდანვე ეჩვევიან იმ სათამაშო სქემას, რომელსაც ძირითადი გუნდი იყენებს. ამიტომაც ისინი, რომლებიც ძირითადში ხვდებიან, ადვილად ერგებიან კლუბს.

- ნუ, რა თქმა უნდა, მე მიგიხვდით რაზეც მელაპარაკებით. საბავშვო დონეზე ჩვენ ძლიერ არ ვაცივდებით სქემებს. ჩვენ არ ვფიქრობთ სქემებზე, ჩვენ ვფიქრობთ თამაშზე. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ფეხბურთელებმა იცოდნენ არა მარტო თავიანთი მანევრი, არამედ მთლიანად თამაში. 4-3-3 თუ 3-5-2 ჩვენთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია. ამაში კი ჩვენსა და "ბარსელონას" შორის დიდი სხვაობაა. რა თქმა უნდა, ცალსახაა რომ მათ აკადემიაში გაზრდილი ბავშვი, მაგალითად მარჯვენა ფლანგელი, კარგად ერგება ძირითადი გუნდს, მაგრამ ბევრი როდი აღწევს ძირითად გუნდამდე. იმათ კი, ვინც სხვაგან სათამაშოდ წავა, აუცილებლად შეექმნება პრობლემები, ვინაიდან იქ სხვა სქემაზე გადაწყობა გაუჭირდება. ამ დროს კი , "მადრიდის რეალი" ფეხბურთელი უფრო უნივერსალური იზრდება, მას არ უჭირს სხვა გუნდებში ადაპტირება, ისევე როგორც, ძირითად გუნდთან ერთად თამაში.

იკერ კასილასი (1998 წლის გამოშვება)


"Real"–ური ბიჭები


რაულ გონსალეს ბლანკო (1994 წლის გამოშვება)


"Real"–ური ბიჭები


ხოსე მარია გუტიარეს ერნანდესი–გუტი (1994 წლის გამოშვება)


"Real"–ური ბიჭები


კასტილიას ვარსკვლავი–პაბლო სარაბია


"Real"–ური ბიჭები

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)