რობერტო კარლოსი: ””რეალი" არ დანებდება”
რობერტო კარლოსმა კომენტარი გააკეთა მის საყვარელ გუნდთან დაკავშირებით.
–თამაშს სახლში ვუყურე. სამწუხაროდ მადრიდის "რეალის" არცერთი მაისური აქ არ მაქვს, რომ როგორც გულშემატკივარი საყვარელი კლუბის მაისური მცმოდა. რა თქმა უნდა დღემდე გულით ვგულშემატკივრობ მადრიდელებს. ძალიან ბევრი ახლო მეგობარი მყავს იქ და მათ შორის სერხიო რამოსი. პირველ გოლზე განსაკუთრებული რეაქცია არ მქონდა. ვფიქრობდი მადრიდელები ყველაფერს გააკეთებდნენ შეხვედრის გადასარჩენად ასევე მოსაგებად, მაგრამ ყველამ ვნახეთ რაც მოხდა.მეორე გოლის შემდეგ ხასიათი გამიფუჭჩა. ჩემი აზრი იმის შესახებ იყო თუ არა პეპე გასაგდები მაინც უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს.პორტუგალიელის გაძევება აუცილებელი არ იყო. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ მსაჯი მხოლოდ ყვითელით შემოფარგლულიყო. თუმცა ... არამგონია "რეალის" ფეხბურთელები ამ ეპიზოდზე და მარცხის მიზეზებზე ბევრს ფიქრობდნენ".
– ბუნებრივია, რთულია როცა მსგავსი მნიშნველობის მატჩში, შენი გუნდი ვერ ასრულებს მითითებებს. ძნელია თავის შეკავება, როდესაც თვეები ემზადები შეხვედრისათვის და გინდა ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა ეს წაგებები კლასიკოებში. რთულია დიპლომატიური დარჩე და მკვეთრი განცხადებებისაგან თავი შეიკავო.მართალია მოურინიომ სკანდალური კომენტარი გააკეთა მაგრამ...
–ასევე ვფიქრობ ლეგენდარული მადრიდის "რეალი" არ დანებდება და ბოლომდე იბრძოლებს.
წყარო:M.goal.com
- 29 აპრილი 2011
- 4 178
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.