სატელევიზიო გამოსახულებამ აჩვენა, რომ პეპე არ შეხებია ალვეშის ფეხს
თანაბრად მიმდინარე მატჩის კურსი არასამართლიანმა წითელმა ბარათმა შეცვალა
ბევრი ითქვა და დაიწერა პეპეს გაგდებასთან დაკავშირებით "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, მაგრამ სურათი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს ვიდრე სიტყვები და Realmadrid TV-ს ვიდეო ნათლად ანახებს, რომ მოთამაშე მხოლოდ ბურთს შეეხო. მატჩის დასრულებამდე ოცდაათი წუთი იყო დარჩენილი და მსაჯმა პეპე გააგდო პირდაპირ წითელი ბარათით, მას მერე რაც პეპემ ალვეშს ბურთი დააკარგვინა. ხალხი იყო იმის მოწმე თუ რა მოხდა მერე. ალვეში, რომელიც აშკარად ტკივილებშია, მინდორს საკაცით ტოვებს. თავის ერთ-ერთ თანაშემწესთან კონსულტაციის შემდეგ, გერმანელი მსაჯი ვოლფგანგ შტარკი პეპეს წითელს უჩვენებს. როდესაც ალვეშმა დაინახა მსაჯის გადაწყვეტილება, ის დაბრუნდა.
ეს არ იყო ერთადერთი საკამათო ეპიზოდი მატჩში. არბელოა და პედრო სხვა ინციდენტშიც გაეხვნენ. პირველი ნახევრის ოცდამეცხრამეტე წუთზე, მადრიდსიტა მცველმა დაბლოკა თავდამსხმელის სასირბილო ბილიკი. მხრებით იყო კონტაქტი, მაგრამ არა აგრესიული განზრახვით. პედრო დავარდა მინდორზე და ხელები მოიკიდა სახეზე, და მთელი "ბარსელონას" სათადარიგოთა სკამი წამოდგა ჯარიმის გასაპროტესტებლად.
უშნო ჟესტი გადაიქცა მუდმივად. ხუთი წუთის შემდეგ მოხდა ინციდენტი მარსელოსა და ბუსკეცს შორის; კიდევ ერთი ბურთის დაკარგვა და ისევ, "ბარსელონას" მოთამაშე მინდორზე წევს. ამჯერად არ იყო ალვეში, მაგრამ იყო ბუსკეცი. სიმულაცია ისეთივე ნათელი იყო როგორც მარსელოს განცვიფრება. მარსელო იცავს ბურთს თავისი ტანით და ბუსკეცი ზემოდან აწვება მადრიდისტას ზურგზე და უხეშად ეცემა მიწაზე სახეზე ხელებაფარებული. მორიგი არასპორტული საქციელი და მორიგი ნავთი ცეცხლზე, რომელსაც მსაჯი უნდა გაუმკლავდეს. ეს გრძელდებოდა 90 წუთის განმავლობაში და მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს ამას პატარა ეკრანზე.
სპორტული მსოფლიოს გამოძახილი
რიო ფერდინანდი (ფეხბურთელი): "სიმულაცია იყო სასაცილო და შემაცბუნებელიც. როცა ამას შეხედავს პედრო, რა გგონიათ რას იფიქრებს, "რას ვაკეთებდი!?" რაგბის მოთამაშეებმა უნდა დასცინონ ფეხბურთს. თუ როდესმე დამინახავთ საკაცით გასულს და მერე ისევ დაბრუნებულს თამაშში, მე ყველას მწვანე შუქს ვუნთებ იმაზე, რომ ორივე ფეხი ჩამარტყას."
მაიკლ ოუენი (ფეხბურთელი): "ალვეშის ქმედება არ მოეწონება ბევრს, რადგანაც სამართლიანი გადაწყვეტილება ყვითელი ბარათი იქნებოდა, თუმცა "ბარსას" ქომაგებს გაეხარდებოდათ მისი ნამოქმედარი".
რორი მაკილროი (გოლფერი): "დანი ალვეშ, შენ ხარ სირცხვილი. უფრო დიდი ხანი იგორავე ხოლმე მინდორზე."
ჩად ოჩიცინცო (ამერიკული ფეხბურთის მოთაშე): "არ მჯერა, რომ ამისთვის პეპეს წითელი მისცეს."
წყარო: realmadrid.com
- 28 აპრილი 2011
- 6 578
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.