"ლაციო" ვან დერ ვაარტის შეძენითაა დაინტერესებული
რომის "ლაციოს" ძალიან სურს შეიძინოს მადრიდის "რეალის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი.
26 წლის ჰოლანდიელ ფეხბურთელს საქმეები ცუდად მას შემდეგ წაუვიდა, რაც "სამეფო კლუბმა" კაკა, რონალდო და ხაბი ალონსო შეიძინა. ელოდებოდნენ, რომ რაფაელი ამ ზაფხულს დატოვებდა კლუბს, მაგრამ შემოთავაზებები არ ყოფილა.
"რეალმა" ვან დერ ვაარტი 10 მლნ. ევროდ შეაფასა. "ლაციოს" კი შეუძლია ამ თანხის გადახდა.
"ლაციოსთან" ერთად რაფაელის შეძენას ეცდებიან "არსენალი" და "ევერტონი". ასევე "რეალის" მეზობელი გუნდი – "ატლეტიკო".
ინფორმაციის წყარო: Goal. com
- 17 სექტემბერი 2009
- 3 103
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.