"რეალი" – "ბარსელონა" (პრევიუ)
როგორც მოგეხსენებათ, ხვალ თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა, რომელშიდაც ერთმანეთს მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონის" მოთამაშეები დაუპირისპირდებიან.
სეზონი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და დაძაბულობაც კულმინაციას აღწევს. "სანტიაგო ბერნაბეუს" დიადი პუბლიკა, რიგით მეოთხე "ელ კლასიკოს" მოელის (2010/2011).
დანაკლისები ორივე გუნდშია, თუმცა მცირე ოდენობით. მადრიდის "რეალს" ვერ დაეხმარება სამი ხედირა, ხოლო კატალონიის "ბარსელონას" ადრიანო, რომელსაც სავარაუდოდ ისევ ხავიერ მასკერანო შეცვლის. ჟოზე მოურინიომ მატჩის წინ განაცხადა, რომ ბრძოლა და თავდადება ასეთ მატჩებში ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა პეპ გუარდიოლას აზრით თითოეული შეცდომა შესაძლოა, რომ გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ ორი ბუმბერაზი გუნდის შერკინებაში.
მიმდინარე სეზონში, სამი "ელ კლასიკო" გაიმართა, სადაც ერთი კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა (5–0), ხოლო ერთ შეხვედრაში ესპანელებმა ქულები გაიყვეს (1–1), მაგრამ უკანასკნელ შეხვედრაში "მერენგებმა" მოიგეს და "კოპა დელ რეის" ტიტულიც მიისაკუთრეს (1–0).
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 26 აპრილი 2011
- 2 977
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.