”ბარსელონასთან” შემადგენლობები არ შეიცვლება
მადრიდის ”რეალის” მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს, გადაწყვეტილებით, სამეფო კლუბი ნახევარფინალში იმ შემადგენლობით გავა, რომლითაც კოპა დელ რეიზე მიაღწია წარმატებას. იქნება მხოლოდ ორი ცვლილება და ისიც კარვალიოსა და ხედირას არყოფნის გამო...
მიუხედავად იმისა, რომ კაკამ და ბენზემამ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს, მოურინიო მაინც არ აპირებს მათ გამოყვანას სასტარტოში. აღსანიშნავია, რომ გუნდი ისევ უფორვარდოდ ითამაშებს, შეტევის გამწვავებას კი ანხელ დი მარია, მესუთ ოზილი და კრიშტიანო რონალდო შეეცდებიან.
როგორც ვიცით, სემი ხედირას ტრავმა აწუხებს, ხოლო რიკარდო კარვალიო კი დისკვალიფიცირებულია, ასე, რომ გერმანელის ნაცვლად, ლასანა დიარა ითამაშებს, ხოლო პორტუგალიელს კი რაულ ალბიოლი ჩაანაცვლებს.
წყარო:marca.com
- 25 აპრილი 2011
- 4 223
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.