იგუაინის ჰეთ-ტრიკი, არის მე-7 ”რეალისთვის”
როგორც მოგეხსენებათ, გონსალო იგუაინმა ”ვალენსიასთან” მატჩში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, რომელიც მეშვიდე იყო მადრიდის ”რეალისთვის”. 7-დან 4-ჯერ, სამი გოლო ერთ თამაშში კრიშტიანო რონალდომ გაიტანა, რომელიც ამ მაჩვენებლით პირველია სამეფო კლუბის შემადგენლობაში...
კრიშტიანომ სამ ლა ლიგის მატჩში მოახერხა ჰეტ-ტრიკის შესრულება, ხოლო გონსალომ ეს ერთხელ გააკეთა. თასის თამაშებში კი, ბენზემამ და ისევ პორტუგალიელმა იჯერეს სამჯერ გული.
აღსანიშნავია, რომ ”მერენგების” გარდა, ლა ლიგის სამი გუნდიდან შესძლეს ანალოგიური შედეგის გამეორება ანუ ჰეტ-ტრიკის შესრულება (ბარსელონა, სევილია, ბილბაო), მაგრამ ”ბლანკოსი” ამ კლუბებისგან იმით არის გამორჩეული, რომ ხსენებული გუნდიდან ორმა ფეხბურთელმა აჩვენა ასეთი რეზულტატი (რონალდო, ბენზემა). მარიო გომესთან და ეტოოსთან ერთად, კარიმი არის ის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე შეაგდო სამი გოლი.
კოპა დელ რეიზე, ჰეთ-ტრიკები, შეასრულეს, ბენზემამ, რონალდომ, მესიმ, ულოამ, ადრიანმა და სტუანიმ.
სამეფო კლუბის შემტევი ხაზი იმითაც არის გამორჩეული, რომ ამ გუნდიდან, იგუაინმა და კრიშტიანომ პოკერების გატანაც მოახერხეს. ამ სეზონში, პორტუგალიელმა ”რასინგს” შეუგდო ოთხი გოლი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
წყარო:realmadrid.com
- 24 აპრილი 2011
- 2 237
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.